იცით თუ არა რომ
1. პლანეტა ვენერას,ძველი ასტრონომები და სწავლულები მოიხსენიებდნენ როგორც – “ფოსფორუსსა” და “ჰეპერუსს”.რადგან მათი მცდარი შეხედულებით იგი ორი ციური სხეული გახლდათ.
2. ავსტრალიის კონტინენტზე არა მარტო მოშინაურებული ცხენები არამედ გარეული ცხენებიც XVIII-საუკუნემდე არ არსებობდნენ.ეს ცხოველები თავდაპირველად ამ კონტინენტზე ევროპიდან ჩასულმა მოსახლეებმა ჩაიყვანეს.
3. საშუალოდ წელიწადში მიწისძვრებს 8 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ეწირება.4000 წლის მანძილზე ამ ბუნებრივ კატასტროფას 13 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
4. მეცნიერებას კოცნის შესახებ – ფილემატოლოგია ეწოდება. (ავტორი გენია.ჯი)
5. ჩინური ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში,დღემდე არსებულ სალაპარაკო ენათა შორის.
6. მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში სულ 32 სახეობის დელფინი ბინადრობს.ხოლო მტკნარ წყლებში (მდინარეებში) მათი სულ 4 სახეობაა გავრცელებული.
7. ვიკინგები მგლის ტყავით იმოსებოდნენ და ბრძოლის წინ მგლების სისხლს სვამდნენ საბრძოლო სულის ამაღლების მიზნით (რომელიც თან დაჰქონდათ).
8. სულ მსოფლიოში 7500-მდე სახეობის ვაშლია გავრცელებული,მათ შორის მესამედი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ხარობს. (ავტორი გენია.ჯი)
9. პარიზის კატაკომბები აგებულ იქნა 1788 წელს ყოფილი მაღაროების ტერიტორიებზე.იგი აგებულ იქნა იმ მიზეზით,რომ ქალაქის სასაფლაოებზე გარდაცვლილთა დასაკრძალი ადგილები ფაქტიურად აღარ იყო და კატაკომბები ერთგვარ სასაფლაოებად იქცა კიდეც.
10. ცნობილმა რუსმა კომპოზიტორმა სერგეი პროკოფიევმა,თავისი პირველი ოპერა 9 წლის ასაკში დაწერა.