ჩარლი ჩაპლინის შესახებ…
1. ჩარლი ჩაპლინის სიმაღლე 165 სანტიმეტრი ,ხოლო წონა 60 კილოგრამი გახლდათ.
* * *
2. იგი ცაცია იყო და შესაბამისად, ვიოლინოსაც მარცხენა ხელით უკრავდა.
* * *
3. მისი სამსახიობო მოღვაწეობა 14 წლის ასაკიდან დაიწყო, უფრო ადრეულ ასაკში ვიდრე წერა-კითხვას ისწავლიდა.
* * *
4. სპორტის სახეობებში ყველაზე გამორჩეული ადგილი კრივს ეჭირა, ხოლო ცეკვებში ტანგოს დიდი მოტრფიალე გახლდათ და შესანიშნავადაც ასრულებდა ამ ცეკვას. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. ჩარლი ჩაპლინმა აბსოლუტურად ყველა მისი აქცია ამერიკაში 1928 წელს გაყიდა, ეს გახლდათ დრო როდესაც ამერიკაში “დიდი დეპრესიის” ხანა იწყებოდა.
* * *
6. ერთადერთი ტრამვა რომელიც მან ფილმის გადაღების დროს მიიღო გახლდათ ფილმი “წყნარი ქუჩა”.
* * *
7. ჩარლი 28 წლის ასაკში დაქორწინდა 16 წლის მილდრედ ჰარისზე; 35 წლის ასაკში დაქორწინდა 16 წლის ასაკში ლიტე გრეიზე; 44 წლის ასაკში იქორწინა 19 წლის პოლეტ გოდარზე; 54 წლის ასაკში დაქორწინდა 18 წლის უნე ო’ნილზე და მასთან მისი მერვე შვილი 72 წლის ასაკში შეეძინა.
* * *
8. როგორც ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფი ჯოის მილტონი წერდა, სწორედ ჩარლი ჩაპლინისა და ლიტე გრეის სასიყვარულო ურთიერთობა გახდა საფუძველი ნაბოკოვის შესანიშნავი რომანისა “ლოლიტა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. ჩარლი ჩაპლინი გარდა იმისა რომ უდიდესი მსახიობი გახლდათ, იგი საკმაოდ კარგი მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩეოდა. მის ფილმებში არაერთი კომპოზიცია მის მიერვე იქნა დაწერილი.
* * *
10. 1975 წელს ჩარლი ჩაპლინს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბედ II რაინდის ტიტული მიანიჭა.