დიონისე სირაკუზელი – “ეპიზოდი”

ცნობილი ისტორიული პიროვნება და მეფე სირაკუზისა - დიონისე (უფროსი) სირაკუზელი (ძვ.წ.აღ-ით 405-367 წლები),რომელმაც თავი ისტორიაში დაიმკვიდრა,როგორც ტირანი და დაუნდობელი მმართველი,უმკაცრესად სჯიდა ყველა ჯურის დამნაშავეს,გარდა ქუჩის მძარცველებისა.როდესაც,მას შეკითხვა დაუსვეს,თუ რატომ ინდობდა ის ქუჩის მძარცველებს,მაშინ როდესაც სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე ავაზაკებს ულმობლად უსწორდებოდა,პასუხი ასეთი გასცა:

“ქუჩის მძარცველები სირაკუზელებს ხელს უშლიან,საღამოობით სტუმრად იარონ ერთმანეთთან.მე კი თავყრილობები არ მჭირდება!” (ავტორი გენია.ჯი)