მიგელ სერვეტის “უკანასკნელი სიტყვა” სასამართლოზე…
მიგელ სერვეტი (1511-1553 წლები) წარმოადგენდა გამოჩენილ ესპანელ სწავლულს,მოაზროვნეს,ექიმსა და ფილოსოფოსს,რომელმაც ევროპაში პირველმა ზუსტად აღწერა სისხლის ცირკულაციის სისტემა.იგი კალვინიზმის ფუძემდებელთან და ფრანგ თეოლოგ-რეფორმატორთან – ჟან კალვინთან,აწარმოებდა მიმოწერას,რომელმაც იგი საბოლოოდ დაღუპა,რადგან კალვინი მას თავისი განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო “სატანად” მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოო ჯამში ჟან კალვინმა სერვეტის მიერ მიწერილი წერილები მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენა და იგი სასამართლოს წინაშე წარდგომისათვის გაწირა.მიუხედავად იმისა,რომ მრავალი სასულიერო პირი სერვეტს უდანაშაულოდ მიიჩნევდა,ჟან კალვინმა თავისი მაინც გაიტანა და ჟენევის მართლმსაჯულებამ მას სასიკვდილო განაჩენი,კოცონზე დაწვით გამოუტანა.მიგელ სერვეტმა სასამართლოზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა,რომელიც სიტყვა-სიტყვით ასე ჟღერდა:
“უარყოფას არც სიცოცხლის ფასად ვაპირებ.ჩემი მოძღვრება ჩემთანვე დარჩეს.აღასრულეთ განაჩენი,წმინდაო მამანო.მხოლოდ ერთსა გთხოვთ: დაწვა თავის მოკვეთით შემიცვალეთ,რათა მოუთმენელმა ტკივილმა სასოწარკვეთილებაში არ ჩამაგდოს და ჭეშმარიტების უარყოფა არ ჩამაგონოს”.
P.S. მიგელ სერვეტესის განაჩენი აღარ გადახედილა.მისი უკანასკნელი სიტყვები კოცონზე დაწვის წინ გახლდათ:
“უფალო იესო ქრისტე,ძეო მარადიული ღვთისა,შემიწყალე მე!” (ავტორი გენია.ჯი)