“ლემურია” – საიდუმლოებებით მოცული კუნძული

“ლემურია” - გახლავთ ის სახელი,რომელიც უკავშირდება დღემდე საიდუმლოებებით მოცულ – “დაკარგულ კუნძულს”.მეცნიერთა გათვლებით,მისი ადგილმდებაროება ინდოეთის ოკეანეში,კუნძულ მადაგასკართან ახლოს უნდა ყოფილიყო.ზოგიერთი წყაროს ცნობით,XIX საუკუნეში კუნძულზე დიდი კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობდა,თუმცა მუშაობის პირობები იმდენად რთული იყო,რომ მასზე მასალების მოპოვებაც გაჭირდა. (ავტორი გენია.ჯი) გამოკვლევებით მტკიცდება,რომ აღნიშნული კუნძული ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნდა ყოფილიყო რეგიონში.მეცნიერთა ჰიპოთეზის თანახმად,ლემურიას კუნძული კატაკლიზმების შემდეგ,მთლიანად გაქრა.ჩნდება კითხვა: სად გაქრა კუნძული? უკვე ორი საუკუნეა ამ საკითხის შესახებ,განუწყვეტელი მუშაობა მიმდინარეობს უდიდესი სამეცნიერო ჯგუფების მიერ.მათ სურთ დაადგინონ ის,თუ რა ადგილას იყო ზუსტად კუნძული განლაგებული.მიუხედავად მისი ადგილმდებარეობის კოორდინეტების მეტ-ნაკლები და სავარაუდო ცოდნისა,იგი არც წყლის ქვეშ დაძირული არ აღმოჩნდა… კუნძულ მადაგასკარზე,უხუცესების გადმოცემით “ლემურია” არა კატაკლიზმებმა,არამედ ანომალიურმა არსებებმა შეიწირეს.ერთნი ამტკიცებენ,რომ მასზე მაცხოვრებელი მოსახლეობა დაავადებების შედეგაგ გადაშენდა,მეორენი კი კატაკლიზმების თეორიას ანიჭებენ უპირატესობას.მიუხედავად ამისა,სინამდვილეში ჯერ-ჯერობით მაინც გაურკვეველი რჩება მათ შესახებ უამრავი რამ.ზოგიერთი თეორიის თანახმად,კუნძულზე მაცხოვრებელ ხალხს საკუთარი დამწერლობაც გააჩნდა.ზემოთ მოყვანილ მიზეზთა გამოისობით – “ლემურია” გახლავთ ის კუნძული,რომელიც დღემდე იდუმალებით არის მოცული. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ზუსტად დაუდგენელია ის,რომ საერთოდ არსებობდა თუ არა ბუნებაში ასეთი კუნძული? კუნძულ მადაგასკარზე და ინდოეთის კუნძულებზე მცხოვრები ზოგიერთი ხალხების ანწილი კი ამტკიცებენ,რომ “ლემურია” ახლაც არსებობს და მასზე კიდევ ცხოვრობენ ადგილობრივი მკვიდრები.ასეთი ინფორმაციები მეცნიერთა დიდ გაღიზიანებას იწვევს.შესაბამისად სპეციალისტები აცხადებენ,რომ სანამ ყველაფერი დაზუსტებით არ გაირკვევა – “ლემურია”,შესაძლოა განვიხილოთ,როგორც ზოგიერთი ხალხის ილუზიის ნაწილი. (ავტორი გენია.ჯი)