იეკულსაუ-აუ-ფიედლუმი

იეკულსაუ-აუ-ფიედლუმი - წარმოადგენს სიდიდით მეორე მდინარეს,ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულოვან ქვეყანაში – ისლანდიაში.ჩაედინება სკიაულფანდის ყურეში,რომელიც თავის მხრივ ნორვეგიის ზღვის აუზია.იგი ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი მდინარეა ევროპის მასშტაბით.სათავეს იღებს მყინვარ ვატნაოკულიდან და მიედინება ჩრდილოეთით – “იოულკულსაურგლიუვურის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე” მდებარე კანიონებში.იეკულსაუ-აუ-ფიედლუმში წყლის დონე,მაქსიმუმს გაზაფხულზე აღწევს.მდინარეზე განთავსებულია ორი ჩანჩქერი,სახელწოდებებით – სელფოსი და დეტიფოსი.იმის გამო,რომ მდინარე მიედინება კანიონების შუაში,იგი საოცარი სილამაზის ბუნებრივ ხედებს ჰქმნის.მდინარის საერთო ფართობია 7 380 კვადრატული კილომეტრი,ხოლო სიგრძე 206 კილომეტრს შეადგენს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მისი კალაპოტი ჰკვეთ სხვადასხვა ვულკანურ კერებს.მდინარე მდიდარია წყალქვეშა სამყაროთი.მისი გასაიცარი ბუნებრივი სილამაზის გამო – იესულსაუ-აუ-ფიდლუმი,უამრავი ტურისტის სტუმრობის მიზეზიც ხდება (ავტორი გენია.ჯი)