“ატომის შემადგენლობა”
“ატომი” - სუბმიკროსკოპული სტრუქტურა და ელემენტის ის უმცირესი ნაწილაკია,რომელიც განსაზღვრავს მის ყველა ქიმიურ თვისებას.იგი ქიმიურ ნაერთთა ძირითადი სტრუქტურული ერთეულია.ყველა ნივთიერება ატომებისაგან შედგება.დღეისათვის,მეცნიერებისათვის ცნობილია ასზე მეტი ელემენტი,რომელთა უმრავლესობასაც ბუნებაშიც ვხვდებით. (ავტორი გენია.ჯი) ატომი ქიმიურად განუყოფელი ერთეულია.იგი შედგება იმ სამი სახის ქვეატომური ნაწილაკებისაგან,რომელიც მის გარეგან თვისებებს განსაზღვრავს:
1.) ელექტრონები – რომელსაც უარყოფითი მუხტი გააჩნია და ატომის ყველაზე მცირე მასის ნაწილაკებია;
2.) პროტონები – რომელსაც დადებითი მუხტი აქვს და ელექტრონზე 1836-ჯერ უფრო მასიურია;
3.) ნეიტრონები – რომელსაც მუხტი არა აქვს და დაახ. იგივე მასა აქვს რაც პროტონს. ნეიტრონებს და პროტონებს სხვანაირად ნუკლონებს უწოდებენ. პროტონები და ნეიტრონები ერთად ქმნიან ატომის ბირთსვს. ის გარშემორტყმულია დიფუზური ზონით, რომელიც შეიცავს ელექტრონებს. ქიმიური ბმის წარმოქმნას ელექტრონები უზრუნვლყოფენ. (ავტორი გენია.ჯი)