მანაგუას ტბა
მანაგუას ტბა - ტექტონიკური წარმოშვების ის ტბაა,რომელიც მდებარეობს ნიკარაგუაში (დედაქალაქ მანაგუის სამხრეთ დასავლეთ ნაპირზე).ტბის საერთო ფართობი 1 042 კვადრატული კილომეტრია.მისი მაქსიმალური სიგრძე შეადგენს 65 კილომეტრს,ხოლო სიგანე 25 კილომეტრს.სახელწოდება – “მანაგუა”,ესპანური ენიდან წარმომავალი სიტყვაა – “მანგუე” (მანკემეს ტომის სახელი გახლდათ),ხოლო “acua” კი აღნიშნავს – წყალს.მანაგუას ტბა ძლიერ დაბინძურდა 1950-იან წლებში კოდაკის საწარმოს მიერ ვერცხლისწყლის ჩაღვრის გამო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,არაერთი ნიკარაგუელი მაინც სახლობს მის სანაპიროზე და არც ტბაში დაჭერილი თევზით კვებას ერიდება.1998 წელს,საშინელი ქარიშხლის – “მიტჩის”,შედეგად მანაგუას ტბაში წყლის დონემ სამი მეტრით მოიმატა,რის გამოც იგი კალაპოტიდან გადმოვიდა.ამან კი ტბის სიახლოვეს მდებარე მრავალი სახლის გაანადგურება გამოიწვია.მანაგუას ტბა მდინარე ტიპიტაპათი უკავშირდება ნიკარაგუის ტბას.2007 წელს ტბის ტერიტორია დაასუფთავეს და ნალექებიც ამოხაპეს კატარღებით,რის შედეგადაც მძაფრი და უსიამოვნო სუნი გაქრა.აშენდა ბეტონის ნავმისადგომები,საიდანაც შესაძლებელია ერთსაათიანი ტურის საშუალებით ტბის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. აღსანიშნავია ის გარემოება,რომ,მიუხედავად ტბის დასუფთავებისა,მასში შესვლას მაინც ერიდებიან ნიკარაგუის ტბაში მობინადრე ზვიგენები (ავტორი გენია.ჯი)