რობერტ ლეი – “ეპიზოდი”
რობერტ ლეი (1890-1945 წლები) – წარმოადგენდა გერმანულ მუშათა ფრონტის შეფს,მესამე რაიხის სახელმწიფო მოღვაწესა და ფილოსოფიის დოქტორს.როგორც ცნობილია,ფაშისტთა უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები,სხვა უამრავ მანკიერებებთან ერთად,განსაკუთრებული სიხარბითაც გამოირჩეოდნენ.ისინი ერთმანეთს,საუკეთესო სასახლეების აგებაში,ეჯიბრებოდნენ კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) ასეთ “შეჯიბრს”,გარდა საკუთარი სიმდიდრის წარმოჩენისა,კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დანიშნულება გააჩნდა.კერძოდ ადოლფ ჰიტლერი,თავის ქვეშევრდომებს,მათი სახლების მიხედვით აფასებდა,თუ ვის როგორი გემოვნება აქვსო.ხშირად მათი კარიერა ამაზეც კი იყო დამოკიდებული.ცნობისათვის ჩემო მკითხველო,ჰიტლერს თავის მომავალ შემცვლელად – რუდოლფ ჰესი ჰყავდა წარმოდგენილი.ჰესმაც აიგო უზარმაზარი სასახლე,თუმცა ჰიტლერს იგი არ მოეწონა და განაცხადა:
“კაცი,რომელსაც ამაზე მეტი გემოვნება არა აქვს,არ შეიძლება,ჩემი შემცვლელი იყოს!”
შესაბამისად,გამონაკლისს არც – რობერტ ლეი წარმოადგენდა და მანაც დიდებული სასახლე აიგო. (ავტორი გენია.ჯი) მისი აგება კი,იმ პერიოდისათვის მართლაც უზარმაზარი თანხა – 100 000 გერმანული მარკა დაჯდა.ერთ დილით,როდესაც ლეი ეზოდან გამოვიდა,საკუთარი ალაყაფის კარზე აღმოაჩინა ცარცით გაკეთებული წარწერა:
” – სად იშოვა ლეიმ ასი ათასი მარკა?”
იგი იმდენად განარისხა ამ ფაქტმა,რომ პოლიციას უბრძანა,სასწრაფოდ გამოევლინათ და დაესაჯათ “დამნაშავე”.იმას კი,ვინც საქმეს გახსნიდა ჯილდოდ 1 000 გერმანულ მარკას დაჰპირდა.მეორე დილით პატივმოყვარე ლეიმ კვლავ იმავე ადგილას იხილა ახალი წარწერა:
” – სად იშოვა ლეიმ ას ერთი ათასი მარკა?” (ავტორი გენია.ჯი)