ცისარტყელა – “ეპიზოდი”
ცისარტყელა - გახლავთ ატმოსფერული,ოპტიკური და მეტეოროლოგიური მოვლენა,რომელიც ძირითადად,წვიმის შემდეგ ჩნდება ცაზე.შვიდი ფერი,რომელიც ყველასათვის ცნობილია (იისფერი,ლურჯი,მწვანე,ცისფერი,ყვითელი,წითელი და ნარინჯისფერი),გაშიფრულ იქნა გენიალური ინგლისელი ფიზიკოსის – ისააკ ნიუტონის (1642-1727 წლები) მიერ.მიუხედავად იმისა,რომ ეს მოვლენა ადრეულ პერიოდებშიც იწვევდა მეცნიერთა დაინტერესებას და დაკვირვებას,ვერავინ ვერ შეძლო იმ ფერების დადგენა,რომლებიც ბუნების ამ საოცარ მოვლენაში იყო დაფიქსირებული. (ავტორი გენია.ჯი) ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ცისარტყელაზე დაკვირვებას – არისტოტელე აწარმოებდა.არსი იმისა,თუ საიდან წარმოიქმნებოდა ცისარტყელა,პირველად სპარსმა მეცნიერებმა დაადგინეს XIII-XIV საუკუნეებში.თუმცა ფერების დადგენა,თუ რამდენი ფერისგან შედგებოდა იგი,ვერც მათ მოახერხეს.საბოლოო ჯამში კი ეს მისია – ისააკ ნიუტონმა იკისრა და გაარკვია კიდეც რამდენი ფერისაგან შედგებოდა იგი.დიდმა მეცნიერმა ეს აღმოჩენა სპეციალური მინის პრიზმით XVII საუკუნის მეორე ნახევარში განახორციელა. (ავტორი გენია.ჯი)