ალ-კინდი

აბუ იუსუფ იაკუბ იბნ ისჰაკ აბნ საბაჰ ალ-კინდი - დაიბადა,დაახლოებით 801 წელს ბასრაში,ან კუფეში (თანამედროვე ერაყი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი არაბი ფილოსოფოსი,მათემატიკოსი,მუსიკის თეორიტიკოსი და ასტრონომი.ბავშვობა ბასრაში გაატარა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,მუშაობა დაიწყო ბაღდადში მდებარე “ბრძენთა სახლში”.მისი ნიჭიერებისა და გონიერების გამო,ფავორიტი გახდა ხალიფა ალ-მამუნას (813-833 წლები) და ხალიფა ალ-მუტასიმას (833-842 წლები) სასახლის კარზე.თუმცა მომდევნო ბაღდადის ხალიფის ალ-მუტავაკილეს (847 წელი) დროს იგი იძულებული იყო გარიდებოდა სასახლის კარს და გაქცეულიყო.ალ-კინდი პირველი ფილოსოფოსი იყო მუსულმანურ სამყაროში,რომელმაც სიღრმისეულად გაეცნო არისტოტელეს ნაშრომებს.იგი გახდა ფუძემდებელი მუსულმანურ აღმოსავლეთში “პარიპათეთიზმისა” (ფილოსოფიური სკოლა ძველ საბერძნეთში).მის ცნობილ ნაშრომს წარმოადგენს წიგნი – “განხილვა არისტოტელეს სწავლებებისა”. (ავტორი გენია.ჯი) ამას გარდა ალ-კინდი ავტორია მრავალი ტრაქტატის მეტაფიზიკაში,ლოგიკაში,ეთიკაში,მათემატიკაში,მედიცინაში,ოპტიკასა და მუსიკაში.თარგმნიდა ანტიკური ხანის ნაშრომებს არაბულ ენაზე და თავადაც არაერთი ნაშრომი მიუძღვნა ანტიკური ხანის ფილოსოფიას.მისი ფილოსოფია მდგომარეობდა (არისტოტელეს ფილოსოფიის მსგავსად) შემდგომში: “მარადიული,ეს გახლავთ ის,რაც არასდროს არ შეიძლება იყოს – არარსებული”.დასავლეთ ევროპაში ალ-კინდი ცნობილი გახლდათ,როგორც – ალკიდინიუსი.დიდი არაბი ფილოსოფოსი და მეცნიერი ალ-კინდი გარდაიცვალა 873 წელს.იგი დღემდე მიჩნეულია,როგორც ერთ-ერთი უდიდესი არაბი სწავლული და მეცნიერი. (ავტორი გენია.ჯი)