სამი ფაქტი “მწერების” შესახებ…
1. დედამიწაზე ყველაზე სწარაფად მფრენ მწერად – “ჭრიჭინა” არის მიჩნეული.ისინი განეკუთვნებიან სწორფრთიანთა რაზმის მწერებს და გამოირჩევიან კარგი ფრენით.მათ ძალუძთ 57 კილომეტრ-საათი სისწრაფით ფრენა.ბუნებაში სულ ჭრიჭინების სულ 4500-მდე სახეობაა გავრცელებული.
2. ყველაზე დიდი სახეობის პეპლად მიჩნეულია – “Attacus Altas”,რომლის ფრთების გაშლილობამაც შესაძლოა 30 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს.მისი ზომები იმდენად დიდია,რომ შორიდან შესაძლოა,ადამიანს ფრინველადაც კი მოეჩვენოს.ბინადრობენ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში.ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდონეზიასა და მალაიზიაში,თუმცა არა ყველა კუნძულზე).გამოირჩევა ულამაზესი ფერებით.კონკურენციას აღნიშნულ პეპელას,მხოლოდ სამხრეთ ამერიკული – “აგრიპინა” უწევს. (ავტორი გენია.ჯი)
3. ბუზი ცეცე – ძირითადად ბინადრობს აფრიკის კონტინენტზე და სხვა სახეობის ბუზებისაგან,გამოირჩევა დიდი ფიზიკური ზომებით.მისი სიგრძე 7 მილიმეტრიდან 9 მილიმეტრამდეა.იკვებებიან სისხლით და თავს ესხმიან ჯგუფებად ყოველივეს,რაც კი მოძრაობს.ასეთი თავდასხმები,ძირითადად დამოკიდებულია მსხვერპლის სხეულის ტემპერატურაზე.აღსანიშნავია,რომ ერთადერთი არსება,რომელსაც ისინი თავს არ ესხმიან – ზებრაა.გარდა ამისა,ბუზი ცეცე დაავადებების გადამტან ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მწერადაა მიჩნეული მსოფლიოში. (ავტორი გენია.ჯი)