ჯონ ევერეტ მილე

ჯონ ევერეტ მილე - დაიბადა 1829 წლის 8 ივნისს საუთჰემპტონში (ინგლისი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მხატვარი და დამფუძნებელი სამხატვრო ხელოვნების ჯგუფისა – “რაფაელიტების საძმო”.ხატვა ცხრა წლის ასაკიდან დაიწყო.1838 წლისათვის,მომავალი მხატვრის ოჯახმა უკვე შეამჩნია ჯონს ხატვის დიდი ტალანტი.მალევე წაიყვანეს ლონდონში,სადაც 11 წლისამ ჩააბარა ლონდონის სამეფო სამხატვრო აკადემიაში.მისი მცირე ასაკიდან გამომდინარე- მილე,ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი გახლდათ ამ უდიდესი სამხატვრო აკადემიისა. (ავტორი გენია.ჯი) 15 წლის უკვე “პროფესიონალი” მხატვარი გახლდათ.1846 წელს პუბლიკის წინაშე პირველად წარადგინა ტილო – “პისარო ტყვედ იყვანს პერუელ ინკებს”,რომელიც კრიტიკოსების მიერ ერთ-ერთ საუკეთესო ტილოდ იქნა მიჩნეული სამეფო აკადემიის გამოფენაზე.მალე მან ოქროს მედალიც დაიმსახურა სურათისთვის “თავდასხმა ვენიამინის სილოამას ქალიშვილზე”.1848 წლის ერთ-ერთ გამოფენაზე მილემ გაიცნო გამოჩენილი ინგლისელი მხატვრები – უილიამ ჰოლმან ჰანტი და გაბრიელ დანტე როზეტი.მათთან ერთად კი ჩამოაყალიბა სამხატვრო ხელოვნების ჯგუფი “რაფაელიტების საძმო”.მისი ცნობილი ტილო გახლავთ – “ქრისტე მშობლების სახლში”,რომელიც ჟურნალმა ტაიმსმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და მას “აღმაშფოთებელი” უწოდა.მიუხედავად ამისა,მილეს ეს დიდად არ განუცდია და კვლავ ანალოგიური ჟანრის ტილოებს ქმნის,რამაც საბოლოოდ კრიტიკოსები მის დიდ ტალანტში მაინც დაარწმუნა.1853 წელს ცნობილმა ინგლისელმა მხატვარმა ჯონ როსკილმა (რომელმაც მილე დაიცვა იმ პერიოდში,როდესაც მას კრიტიკა დაატყდა თავს და შემდეგ დაუმეგობრდა),მეუღლე ეფისთან ერთად მილეს ეპატიჟება დასასვენებლად გლენფილნასში.ამ პერიოდში ეფისა და მილეს შორის სასიყვარულო რომანი ჩამოყალიბდა,რის გამოც ჯონ როსკილი მეუღლეს სკანდალურად დასცილდა.მილე კი ეფიზე დაქორწინდა,რამაც მის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია. (ავტორი გენია.ჯი) ფინანსური წარმატებების მისაღწევათ დაიწყო ბევრი ტილოების ხატვა და დიდ ფასებში გაყიდვა,ამავე პერიოდში იგნორირება გაუკეთა “რაფაელიტთა საძმოს იდეებს”.ამიტომ მასსა და რაფაელიტებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და მის ნამუშევრებს რაფაელიტები “კატასტროფულ ნამუშევრებს” უწოდებდნენ.მიუხედავად ამისა პუბლიკა მის ტილოებს დიდი ყურადღებით იღებდა და პირველი ინგლისელი მხატვარი გახდა,რომელსაც “ბარონეტის” ტიტული მიანიჭა სამეფო ოჯახმა 1885 წელს.1886 წელს მილე არჩეულ იქნა ლონდონის სამეფო სამხატვრო აკადემიის ხელმძღვანელად.ჯონ ევერეტ მილე გარდაიცვალა 1896 წლის 13 აგვისტოს.მისი ტილოები ამშვენებ მრავალ ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებს მსოფლიოში.დღედღეობით კი მილე XIX-ე საუკუნის საუკეთესო მხატვრად არის მიჩნეული ინგლისში. (ავტორი გენია.ჯი)