იოჰან ჰაინრიხ ფუსლი – “ღამის კოშმარი”
“ღამის კოშმარი” - გამოჩენილი შვეიცარიელი მხატვრის - იოჰან ჰაინრიხ ფუსლის (1741-1825 წლები) მიერ შექმნილი შედევრია.იგი შედგება ოთხი სერიისაგან და წარმოადგენს გოთიკური ჟანრის ხელოვნების ნიმუშს,ახალი დროის ხელოვნებაში.სურათი დახატულ ტილოზე 1791 წელს,ზეთის საღებავით.მისი სიმაღლე 76,6 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 63,5 სანტიმეტრი.იქნაიოჰანმა სურათის ოთხი ვარიანტი დახატა.ერთი ინახება გიოტეს მუზეუმში (ფრანკფურტი),მეორე ტილო დეტროიტის (ამერიკა) ხელოვნების მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი) მხატვარმა ტილო ინგლისური მოჩვენებების ისტორიიდან შექმნა.სურათზე გამოსახულია უგონოდ მყოფი ქალბატონი,რომელსაც გულზე აზის შუასაუკუნეების ინგლისური ლეგენდების ცნობილი უზნეო დემონი – “ინკუბი”.რომელიც თავის მხრივ,ერთგვარ შიშსა და კოშმარს იწვევს ადამიანში.ანალოგიურ მოტივს ატარებს სურათზე გამოსახული ცხენის თავიც,რომელიც დემონური ასპექტის მქონე წარმომავლობისაა.ანალოგიური ჟანრის ტილო,ასევე დახატული აქვს გამოჩენილ დანიელ მხატვარს – ნიკოლოზ აბილდგაარდს,რომელმაც სიუჟეტი “ღამის კოშმარისაგან” აიღო.თუმცა მის სურათზე ინკუბი ორი ქალის გულმკერდზე ზის.ამ ორ ქალში კი აბილდგაარდმა,გამოსახა თავისი პირველი და მეორე მეუღლეები.”ღამის კოშმარი” ერთ-ერთი შესანისნავი ნიმუში გახლავთ გოთიკური ჟანრისა და იგი,დამთვალიერებელში დღესაც დიდ აღფრთოვანებას აღძრავს.იოჰან ჰაინრიხ ფუსლის გენიალური ტილო – “ღამის კოშმარი”,დაცულია გერმანიის ულამაზეს ქალაქ ფრანქფურტში მდებარე “გოეთეს მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)