აბდუს სალამი
აბდუს სალამი - დაიბადა 1926 წლის 29 იანვარს ჯანგში,ყოფილი ბრიტანეთის ინდოეთი (დღესდღეობით პაკისტანი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი პაკისტანელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი და “ნობელის პრემიის” ლაურეატი ფიზიკაში (1979 წელი).აღნიშნული ჯილდო მიენიჭა ცნობილ ამერიკელ ფიზიკოსს – შელდონ გლეშოუსა და ამერიკელ ფიზიკოს სტივენ ვაინბერგთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) 1946 წელს დაამთავრა პანჯაბის სახელმწიფო უნივერსიტეტი,რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ერთ-ერთ უდიდეს განათლების ცენტრში – “კემბრიჯის უნივერსიტეტში” ინგლისში.1949 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი,ხოლო 1952 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “კვანტური ელექტროდინამიკა”.1951 წელს მიენიჭა პროფესორის ხარისხი პაკისტანის სახელმწიფო კოლეჯისა.1954 წელს ბრუნდება კემბრიჯში და იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას (მათემატიკის ლექტორი). (ავტორი გენია.ჯი) 1957 წელს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის თეორიტიკული ფიზიკის კათედრის პროფესორი ხდება.1961 წელს აბდუს სალამი პაკისტანის პრეზიდენტის მრჩევლად ინიშნება მეცნიერების საკითხებში.1964 წლიდან 1993 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობს “საერთაშორისო თეორიტიკული ფიზიკის ცენტრს” ტრიესტაში (იტალია),რომლის დაფუძნებაშიც თავად მიიღო აქტიური მონაწილეობა.1964 წლიდან 1975 წლის ჩათვლით მეცნიერებაში,საკონსულტაციო საბჭოს წევრია გაეროში.მუშაობდა ერთიან თეორემაზე ფუნდამენტური ირთიერთქმედებისა.მისი მოღვაწეობა ამ მეცნიერებაში უდიდესი წარმატებებისა და აღმოჩენების საწინდარი გახდა.აბდუს სალამი გარდაიცვალა 1996 წლის 21 ნოემბერს ოქსფორდში (ინგლისი).მისი სახელი კი ეწოდა “თეორიტიკული ფიზიკის ცენტრს” ტრიესტაში,რომელსაც სიცოცხლეში ხელმძღვანელობდა. (ავტორი გენია.ჯი)