ფერდინანდ პორშეს ბიოგრაფიიდან…
ფერდინანდ პორშე (1875-1951 წლები) – გახლდათ უდიდესი ავსტრიელი ავტოკონსტრუქტორი და კომპანია პორშეს დამფუძნებელი.იგი წარმოადგენდა იმ გენიოსს,რომელმაც თავისი გენიალური იდეებითა და შესანიშნავი ორგანიზაციული ნიჭით,გზა გაიკაფა მსოფლიო ავტოინდუსტრიაში. 1898 წელს ფერდინანდს გონებაში რევოლუციური იდეა მოუვიდა – “ავტომობილი ელექტრომოწყობილობით”. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად უამრავი სირთულისა,ფერდინანდმა შექმნა სრულიად ახალი პროექტის მქონე ავტომობილი,რამაც საზოგადოებას აჩვენა,რომ ასეთი სისტემით აწყობილი ავტომობილი,ბევრად უფრო კომპაქტური და სწრაფი იყო (ავითარებდა 40 კილომეტრ-საათ სიჩქარეს).მისმა გამოგონებამ 1900 წლის “პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე” – გრან-პრი დაიმსახურა.მიუხედავად დიდი წარმატებისა,პორშე მაინც არ იყო დარწმუნებული იმაში,რომ თავისი პროექტი ბოლომდე განახორციელა.სწორედ ამიტომ,ყოველთვის მისი დახვეწის ცდაში იყო.პორშეს ინოვაციურმა და დიდმა ავტოკონსტრუქციულმა ნიჭმა,გზა გაუხსნა ვენური კომპანიის ტექნიკურ კონსტრუქტორად დანიშვნაში,ხოლო შემდეგ მთავარ კონსტრუქტორად დაწინაურებაში.აღნიშნული კომპანია,იმ პერიოდში აწარმოებდა ავტომობილს – Austro-Daimler.მისი ხელმძღვანელობით შექმნილი ავტომობილების მოდელები გახლდათ – Prinz-Heinrich,Sasha,ADM და ADR.პირველ მსოფლიო ომში შექმნილმა მისმა ძრავებმა თვითმფრინავებისა და დირიჟაბლებისათვის,დიდი მოწონება დაიმსახურა და მიუხედავად იმისა,რომ უმაღლესი განათლება მიღებული არ ჰქონია,მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის ხარისხი,ვენის ტექნიკური უნივერსიტეტისა. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო კაიზერისაგან კი მიიღო ჯვარი “დამსახურებისათვის”.1923 წელს ფერდინანდი იკავებს მთავარი ინჟინრის პოსტს შტუტგარტულ კომპანია – “Daimler-Benz AG-ში.სადაც ხლმძღვანელობდა სპორტული ავტომანქანების წარმოების განყოფილებას.პორშე ცდილობდა დაერწმუნებინა ხელმძღვანელობა პატარა,მასიური წარმოების ავტომობილის შექმნის აუცილებლობაში.ის წააწყდა სიძნელეებს,რის შედეგადაც რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ პორშე წერს განცხადებას,ტოვებს Daimler-ს.1929 წელს ის დაბრუნდა ავსტრიაში და ადგილობრივ ავტომწარმოებელთან Steyr-თან იწყებს მუშაობას.ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ვენაში.Steyr-ში მუშაობისას მან შექმნა 8-ცილინდრიან ძრავი მოდელისთვის „Austria”, რომელსაც შეუქმნა ინოვაციური უკანა დაკიდების სისტემა,რას მას სძენდა ბრწყინვალე მართვადობის მახასიათებლებს. შემდომ ამ სისტემას ის ხოჭოს შექმნისას გამოიყენებს.მალე გარიგების შედეგად Steyr გაერთიანდა Daimler-თან.პორშემ კვალავ დატოვა ფირმა და დაბრუნდა შტუტგარტში.დაბრუნებული მეგობარ ინჟინერთან კარლ რაბესთა ერთად ხსნის საკუთარ კომპანიას. და ასე 1931 წლის 6 მარტს იბადება კომპანია გრძელი მაგრამ ამავე დროს გასაგები დასახელებით: “Dr. Ing. h.c. F. Porsche GmbH” – „კონსტრუირება და კონსულტაციები ავტომშენებოლობისა და ძრავთმშენებლობის საკითხებში”.კომპანია დიდ წარმატებებსა და შესაბამისად წარმოებასაც ზრდიდა.მეორე მსოფლიო ომის პერიოდში “Porche” აწარმოებდა ისეთ სამხედრო ტექნიკას როგორებიც იყო მძიმე ტანკები – “Tiger (P)” და “სამეფო ტიგრი”. (ავტორი გენია.ჯი) 1943 წლის ერთ-ერთი დაბომბვის შედეგად მოკავშირეების მიერ ნადგურდება მთელი არქივი პორშეს ბიუროსი.რის შემდეგაც ფერდინანდ პორშე შვილთან ანტონ-ერნსტთან ერთად გადადის ავსტრიაში,სადაც ხვდებიან კიდეც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს.1945 წელს ფერდინანდს და ერნსტს ორივეს აკავებენ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით და ციხეში ყოფნა 20 თვის მანძილზე უწევთ.თუმცა 1947 წლის 1 აგვისტოს ბრალდებებს სრულიად უხსნიან.ავსტრიის განთავისუფლების შემდეგ მისი ქონება სრულიად დაყადაღებულ იქნა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.ამიტომ ფინანსური სიძნელეების შექმნის გამო ფაქტიურად მისი წარმოება სრულიად შეჩერდა.ფერდინანდმა მოიძია სპონსორები და ისინი გახლდნენ ციურიხის სარეკლამო სააგენტოს ხელმძღვანელები – ფონ ცენგერი და ბლანკი.1949 წელს ფერდინანდი გერმანიაში ბრუნდება და კვლავ შტუტგარტში ხელთავიდან იწყებს ავტოგიგანტი კომპანიის “Porche”-ს საბოლოო აღორძინებას.1951 წლის 30 იანვარს,დიდი ავსტრიელი ავტოკონსტრუქტორი – ფერდინანდ პორშე,ინსულტის შედეგად გარდაიცვალა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში.თუმცა მის მიერ შექმნილი ავტოიმპერიისაგან წარმოებული საავტომობილო პროდუქტები,კვლავაც აოცებს მსოფლიოს. (ავტორი გენია.ჯი)