რეზო თაბუკაშვილი – “ეპიზოდი”
დიდი ქართველი მწერალი,დრამატურგი და რეჟისორი - რეზო თაბუკაშვილი (1927-1990 წლები),არა მარტო მისი შემოქმედებით გამორჩეული ხელოვანი იყო,არამედ უდიდესი მოყვარული გახლდათ ქვეყნის და სამშობლოსათვის თავდადებული გმირებისა.ის მაგალითი,ჩემო მკითხველო რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ,ალბათ სამაგალითოა თითოეული ჩვენთაგანისათვის:
“ოთხმოც წელიწადზე მეტ ხანს,დიდი ქართველი მეცნიერი და სამშობლოსათვის თავდადებული გმირი – მიხეილ თამარაშვილის (1858-1911 წლები) ნეშტი უცხო მიწაზე,იტალიაში განისვენებდა. (ავტორი გენია.ჯი) იქაური წესის მიხედვით,თუ გარკვეული ხნის შემდეგ მიცვალებულს ჭირისუფალი არ გამოუჩნდებოდა და საფლავის საფასურს არ გადაიხდიდა,საფლავი უქმდებოდა და ნეშთი თავისთავად იკარგებოდა.საბედნიეროდ მიხეილ თამარაშვილს გამოუჩნდა ჭირისუფალი – ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე – რეზო თაბუკაშვილი.მან იტალიაში დიდ წინააღმდეგობათა დაძლევის შემდეგ (საქართველოს მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად საიდუმლოდ) ჩამოასვენა სამშობლოში დიდი ქართველის ნეშტი.ასევე საიდუმლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ინახავდა ნეშტს ხელოვნების მუზეუმში,რათა დაეცვა იგი ავისმქმნელებისაგან.რადგან არავინ არ წყვეტდა მიხეილ თამარაშვილის დაკრძალვის საკითხს,ბატონი რეზო იძულებული გახდა,საზოგადოებისათვის ტელევიზიით ემცნობებინა მიხეილ თამარაშვილის ნეშტის ჩამოსვენების ამბავი. (ავტორი გენია.ჯი) სამშობლოს შეწირულს სამშობლოში დაკრძალვის ნებასაც არ აძლევდნენ! ბატონ რეზოს მიხეილ თამარაშვილის ნეშტის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით თბილისის საზოგადოებამ შეხვედრა მოუწყო.როცა იგი სცენაზე გამოჩნდა,ხალხი ფეხზე წამოუდგა და მქუხარე ტაში დასცხო.ნეტავ ვის წამოუდგნენ ფეხზე,ან ვის უკრავდნენ ტაშს? ბატონ რეზოს თუ ბატონ მიხეილს? ალბათ ორივეს ერთად!
რეზო თაბუკაშვილმა,როგორც იქნა 1978 წლეს მიაბარა მშობლიურ მიწას დიდი ქართველის ნეშტი.იგი დაკრძალულ იქნა თბილისში,დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.დღევანდელ დღეს კი ეს ჭეშმარიტად პატრიოტი ქართველი – რეზო თაბუკაშვილი (ჭირისუფალი მიხეილ თამარაშვილისა),იქვე განისვენებს სადაც მიხეილ თამარაშვილია დაკრძალული”. (ავტორი გენია.ჯი)