ჯანსუღ ჩარკვიანი – “ცოტა რამე მიხარია”

ვცხოვრობ ეგერ-აგერ,მომთაბარე, -

მიხარია…

ფრჩხილისოდენა ცოტა რამე -

მიხარია…

ჭერემში გლეხი რომ დაბრუნდა -

მიხარია…

ყაყაჩომ ყანა რომ გაბურდა -

მიხარია…

პოეტის ძეგლის ფუძისდება -

მიხარია…

უფროს ბიჭს ტვინი უმძიმდება -

მიხარია…

პაწიას ლექსი უსწავლია -

მიხარია…

ხელში ასაყვანად თუ მცალია -

მიხარია…

კახეთს კახაბერი დაქორწინდა -

მიხარია…

დღემდე სიცოცხლე რომ არ მომწყინდა -

მიხარია…