მემედ აბაშიძის მოსაზრებები…
“…ვინმე ვარდის კონითა რომ შეჰხებოდა ილიას,ესეც არ ეპატიებოდა!… მტრებზედ შესატევი იარაღი იხმარებოდა განა სამშობლოს საუკეთესო შვილზედ? …ამისთანა სულმნათ მოღვაწეებს სხვა განათლებულ ქვეყნებში სიცოცხლეშივე ძეგლ უდგამენ,ხელთ ატარებენ და სულში ისმენ”.
“საღი გონება და ჩვენი ხალხის ისტორიული წარსული ყოველთვის მიკარნახებდა,რომ სამუსლიმანო საქართველო დარჩენილიყო თავის დედა საქრისტიანო საქართველოსთან!”
“ჩვენი მიზანია სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის უზრუნველყოფა და ასევე სამუსლიმანო საქართველოს თავისუფლების განმტკიცება… სიტყვა საქართველოს განმარტება არ ესაჭიროება; როცა სიტყვა “საქართველო” ითქმის,მაშინ,უპირველეს ყოვლისა,თვალწინ წარმომიდგება ამ სახელწოდების ენით მეტყველი ერის მიწა-წყალი,სამშობლო”.