ულუდაგი

ულუდაგი - საშუალო სიმაღლის მქონე მთის ქედების მასივია მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში (თურქეთი).იგი გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და მისი სიგრძე შეადგენს 80 კილომეტრს.მაქსიმალური სიმაღლე მთის მასივისა შეადგენს 2543 მეტრს (მცირე ოლიმპი,ან ულუდაგი) ზღვის დონიდან.იგი ამ მხრივ ყველაზე მაღალი წერტილია დასავლეთ თურქეთის ნაწილისა. (ავტორი გენია.ჯი) მისი ფერდობები შედგება გრანიტის,მარმარილოსა და სხვა ბუნებრივი მინერალებისაგან.ასევე “ულუდაგის” მთის მასივის კალთებზე (2000 მეტრ სიმაღლეზე) გვხვდება ულამაზესი წაბლის ტყეები.ზამთრობით მთის ქედები თოვლით იფარება,რის გამოც იგი მეტად მიმზიდველია ზამთრის სპორტის სახეობისათვის.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი რეგიონში კარგად განვითარებული სამთო ტურიზმისა.ულუდაგის მთების ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს თურქეთის დიდი ქალაქები – ბურსა,კენესი და ინეგოლი.ულუდაგი ერთ-ერთი ულამაზესი მთის ქედებია მსოფლიოში,რის გამოც მრავალი ტურისტიც სტუმრობს.შესაბამისად “ულუდაგზე”,სამთო-სათხილამურო კურორტების ფართო არჩევანიცაა. (ავტორი გენია.ჯი)