“ტიუანაკო”
“ტიუანაკო” - (ადგილობრივები მოიხსენიებენ ასევე,როგორც – ტაიპიკალა),გახლავთ ძველი ნაქალაქარი ბოლივიაში,დედაქალაქ ლა-პასიდან 72 კილომეტრში,ტიტიკაკას ტბის აღმოსავლეთ ნაწილში.როგორც არქეოლოგები ამტკიცებენ,ამ ადგილებში მოსახლეობა ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 1500 წლით ადრე ცხოვრობდა და თავდაპირველად იგი სოფელს წარმოადგენდა.II-IX საუკუნეებში კი იგი ერთ-ერთ უდიდეს ქალქად ჩამოყალიბდა,რამაც “ტიუანაკო” ცენტრალური ანდების რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად აქცია.გარდა ამისა იგი იყო დედაქალაქი – პუკინასის ქვეყნისა. (ავტორი გენია.ჯი) პუკინურ ენაზე “ტაიპიკალა” აღნიშნავს “სამყაროს ცენტრს”.იმ პერიოდში ქალაქის ტერიტორია შეადგენდა 6 კვადრატულ კილომეტრს და 40 ათასი მაცხოვრებლით იყო დასახლებული.დაახლოებით 1180 წელს კი ქალაქი მას შემდეგ დატოვა მოსახლეობამ,რაც აიმარას ხალხის მიერ იქნა დაპყრობილი და განადგურებული.”ტიუანაკოს ცივილიზაციის” სამეტყველო ენა დღემდე უცნობია.როგორც მეცნიერები ვარაუდობენ მათი სამეტყველო ენა – პუკინური ენა უნდა ყოფილიყო (დღესდღეობით ეს ენა აღარ არსებობს).თავად ქალაქის ტიუანაკოს სახელწოდება,აიმართა ენაზე აღნიშნავს “ცენტრალურ ქვას. (ავტორი გენია.ჯი) ეს ქალაქი და მთლიანად პუკინასის ქვეყანა,ჰყვაოდა დაახლოებით 700-900 წლის პერიოდებში და იგი დიდი კულტურის მატარებელი ცივილიზაციაც იყო.ამის დასტურად მათ მიერ შესანიშნავად ნაგები “ტიუანაკანოც” საკმარისია,რადგან ეს გახლავთ იმ დროინდელი ცივილიზაციის უმშვენიერესი ნიმუში,მთელი საყოფაცხოვრებო,რელიგიური და ასე შემდეგ კომპლექსებით.ტიუნაკანოს ეპოქას ოთხ ნაწილად ყოფენ,ესენია: ფორმირების პროცესი (ძვ.წ.აღ-ით 1600-800 წლები),ქალაქამდელი პერიოდი (ძვ.წ.აღ-ით 800-45 წლები),კლასიკური პერიოდი (45-700 წლები) და იმპერიის პერიოდი (700-1180 წლები).დღესდღეობით ტიუანაკო აიმარარ ხალხის რელიგიასა და ლეგენდებში ფართოდ არის მოცული.იგი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მას იუნესკო იცავს. (ავტორი გენია.ჯი)