ჯან ფრანჩესკო პოჯო ბრაჩოლინი
ჯან ფრანჩესკო პოჯო ბრაჩოლინი - დაიბადა 1380 წლის 11 თებერვალს ტოსკანურ ქალაქ ტერანოვაში,არეცოსთან ახლოს (იტალია),აფთიაქარის ოჯახში.იგი გახლდათ ერთ-ერთი დიდი იტალიელი ჰუმანისტი,ფილოსოფოსი,მწერალი,ანტიკური ხელნაწერების მკვლევარი და რომანული შრიფტის ავტორი.სწავლობდა ფლორენციის უნივერსიტეტში,სადაც შეისწავლა ნოტარიალური საქმიანობა.აქვე დაუახლოვდა ჰუმანისტთა წრეს,რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი ფილოსოფოსი და ჰუმანისტი – სალიუტატი. (ავტორი გენია.ჯი) 1403 წლიდან სალიუტატის რეკომენდაციით იწყებს მუშაობას რომის კურიაში (დაწესებულებათა ერთობლიობა,რომელიც ექვემდებარება რომის პაპს).აქვე იმუშავა დროგამოშვებებით 1453-1458 წლებში.1458 წლეს ინიშნება ფლორენციის კანცლერად.ბრაჩოლინიმ იმოგზაურა საფრანგეთში,გერმანიაში,შვეიცარიასა და ინგლისში,რათა ამ ქვეყნების ბიბლიოთეკებსა და მონასტრებში აღმოეჩინა და ეპოვა უცნობი ან მივიწყებული “ანტიკური ხელნაწერები” – ვეგეციის,მარკ მანილიას,ამიანა მაეცელინას,ვიტრუვიას,პეტრონიას და კვინტილიანიუსის დიდებული წიგნი – “ორატორთა აღზრდა”.1417 წელს აღმოაჩინა ლუკრეციას სრული ხელნაწერი – “ხასიათის შესახებ”,რომელიც დაკარგულად ითვლებოდა რომის იმპერიის დაცემის შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი) ამავე წელს მედიჩების დინასტიის დამაარსებელთან კოზიმო მედიჩი (უფროსთან) ერთად ჩაატარა არქეოლოგიური სამუშაოები ანტიკური ხანის ოსტიაში.თავად ბრაჩოლინის ხედვები სამოქალაქო ჰუმანიზმს ეფუძნებოდა,მისი ნაშრომები შეიცავდა ეთიკურ თემებს.ცნობილია მისი ნაშრომი “ფარისევლების წინააღმდეგ”,დაწერილი 1447-1448 წლებში.1438-1452 წლებში დაწერა “წიგნი კაფეტია”,რომელიც მიჩნეულია ლათინური პროზის აღორძინების დასაწყისად.56 წლის ასაკში დაქორწინდა 18 წლის გოგონაზე,რომელთანაც 6 შვილი ეყოლათ,ამას თუ დავუმატებთ იმ 14 ბავშვს,რომელიც არაკანონიერი ქორწინებიდან ჰყავდა საერთო ჯამში ბრაჩოლინის 20 შვილი დარჩა მემკვიდრედ.ჯან ფრანჩესკო პოჯო ბრაჩოლინი გარდაიცვალა 1459 წლის 30 ოქტომბერს ფლორენციაში. (ავტორი გენია.ჯი)