იროდიონ ევდოშვილის მიმართვა “სოციალ-დემოკრატებს”
გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ - იროდიონ ევდოშვილმა (1873-1916 წლები),დიდი ქართველი “ერისკაცის” – ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ,სასწარაფოდ დატოვა სოციალ-დემოკრატიული პარტია,რა დროსაც ყოფილ თანაპარტიელებს აღშფოთებით მიმართა:
“თქვენ,რომელნიც არ მალავთ თქვენს ღიმილსა და სიხარულს ავაზაკების მიერ განგმირული დიდი მგოსნის გვამთან,თქვენ,რომელნიც ნასიამოვნები დარჩით მისის სიკვდილით,შეეკითხეთ თქვენს სინდისს,რა დააშავა ილიამ ისეთი,რომ ის სიკვდილის ღირსი ყოფილიყო.აშკარად და ხმამაღლა გამოაქვეყნეთ ეს და არა ქუჩის კუთხეებში ფურჩულით.ნუთუ არ გესმით,რომ თქვენი ღიმილი ვაშაა ავაზაკებისადმი,რომ იგი თანაგრძნობაა მწერლის ჯალათებისადმი”. (ავტორი გენია.ჯი)