იაპონური “ჩაის კულტურის” ისტორიიდან…
არსად,არცერთ ქვეყანაში ისეთ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ჩაის სმის კულტურას,როგორც ჩინეთსა და იაპონიაში.მსოფლიოს ხალხებს,ჩაის კულტურის დამზადების და დალევის უამრავი მეთოდი გააჩნიათ.იაპონელები მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულები არიან.იაპონელებში არსებობს ერთგვარი სპეციალური ჩაის ცერემონია,რომელსაც – “ტიანო-იუს” უწოდებენ. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი მეთოდით ჩაის დამზადებას,მთელს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.თავდაპირველად “ამომავალი მზის” ქვეყნის შვილები,ადგილობრივი დაბალი ხარისხის ჩაის სვამდნენ,თუმცა მალევე ჩინური მაღალი ხარისხის ჩაით დაიწყეს სარგებლობა.რადგან იმ პერიოდის ჩინეთში მაღალი ხარისხის ჩაი ძალიან ძვირად ფასობდა,იგი მცირე რაოდენობით შედიოდა ქვეყანაში.შესაბამისად,მაღალი ხარისხის ჩინურ ჩაის მაღალი წრის,მდიდარი იაპონური საზოგადოება მოიხმარდა.იაპონელთათვის იმდენად მნიშვნელოვანი კუტურა გახლდა ეს უნიკალური კულტურა,რომ მათ ისტორიაში საუკეთესო ჩაის დამამზადებლის სახელიც კი შეიტანეს. (ავტორი გენია.ჯი) იგი გახლდათ ცნობილი ჩაის დამზადების დიდებული ოსტატი და ტრადიცია – “ტიუდოს” ფუძემდებელი – სენო სოეკი (1521-1591 წლები),ასევე მას მოიხსენიებდნენ,როგორც – რიკიუ.სოეკმა სამოცდაათი წელიწადი იცოცხლა და თავისი მბრძანებლის ბრძანებით,რიტუალური თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობითაც იაპონიაში,ისევე როგორც წარსულში, ჩაის სმის კუტურა უდიდეს მნიშვნელობის მატარებელია.იაპონელთა უსაყვარლესი სასმელად მიჩნეულია მწვანე ჩაი – “ო-ტია”.მას ისინი ყოველთვის ყოველგვარი დანამატების (შაქარი,ლიმონი) გარეშე მიირთმევენ და ისიც,მხოლოდ ჭამის შემდეგ.ასევე მათი საყვარელი სასმელი გახლავთ შავი ჩაი – “კოტია,რომელიც მზადდება ბრინჯისაგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელის – საკესაგან.ისინი ჩაის მიირთმევენ ძალიან ნელა.აღშანიშნავია,რომ მათ ბევრი მეთოდი ჩაის დალევის კულტურისა,ჩინური ჩაის სმის ტრადიციებიდან აქვთ გადმოღებული (მაგალითად უსახელურო ჩაის ჭიქები).იაპონელები ჩაის არა უმეტეს 60 გრადუსზე ადუღებენ და დამზადების შემდეგ,საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურით სვამენ (შესაძლოა მთელი საღამოს განმავლობაშიც კი).ჩაის კუტურა,ამ უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაში,ერთგვარ იაპონურ ტრადიციულ “რეგალიად” ჩამოყალიბდა. (ავტორი გენია.ჯი)