იცით თუ არა,რომ
1. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად დაფუძნებულ იქნა შვეიცარიელი მეწარმისა და საზოგადო მოღვაწის – ანრი დიუნანის მიერ 1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში.
2. წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაცია დაფუძნდა ოსმალეთის იმპერიაში მუსულმანური ქვეყნებისათვის 1906 წელს,რადგან ოსმალეთის იმპერიამ უარი განაცხადა ჯვრის ფორმის ემბლემის მქონე ორგანიზაციის მიერ დახმარებაზე. (ავტორი გენია.ჯი)
3. ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე სარკინიგზო სადგური მდებარეობს შვეიცარიაში,იუნგ-ფრაუს ხეობასთან ახლოს და მისი სიმაღლე შეადგენს ზღვის დონიდან 3454 მეტრს.
4. მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი,გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში იყო პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი,რომლის ხელმძღვანელობითაც კონსერვატიულმა პარტიამ უესთმინთერის ქვედა პალატის არჩევნებში ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა (1979,1983 და 1987 წლებში).იგი ქვეყანას ხელმძღვანელობდა 1925 დღის მანძილზე. (ავტორი გენია.ჯი)
5. გერმანიის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი გახლდათ ვილჰელმ II (1859-1941 წლები).
6. აფშერონის ნახევარკუნძული კასპიის ზღვაში შეჭრილია 60 კილომეტრამდე სიღრმეში და სიგანე ნახევარკუნძულისა 30 კილომეტრია.აქვე მდებარეობს აზერბაიჯანის უდიდესი ბაქოს აგლომერაცია,სადაც ქვეყნის მოსახლეობის 25 % ცხოვრობს.
7. ქნესეთი ისრაელის პარლამენტია.მისი სახელწოდება უძველესი პერიოდიდან იღებს სათავეს და “ქნესეთ ხა-გდოლა” აღნიშნავს “დიდ კრებას”,რომელსაც იერუსალიმში იწვევდნენ ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით მე-V საუკუნეში.
8. ისრაელის ჰიმნს “ჰატიკვა” ანუ “იმედი” ჰქვია.
9. კუმი – მუსულმან შიიტთა უწმინდესი ქალაქია,რომელიც მდებარეობს ირანის ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან 933 მეტრ სიმაღლეზე,თეირანიდან სამხრეთით 145 კილომეტრის დაცილებით.
10. საუდის არაბეთის ტერიტორია 9-ჯერ აჭარბებს გაერთიანებული სამეფოს ფართობს,4-ჯერ საფრანგეთის და შეადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ფართობის დაახლოებით ერთ მესამედს. (ავტორი გენია.ჯი)