“დედოფალი ვიქტორიას” ბიოგრაფიიდან…
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი,ჰანოვერების დინასტიიდან - ვიქტორია (1819-1901 წლები),მეფობდა 64 წლის მანძილზე (1837 წლიდან 1901 წლამდე),რაც გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მეფობის ხანაა.იგი გამეფდა 18 წლის ასაკში.ვიქტორიას საკმაოდ მკაცრად ზრდიდა ოჯახი და შეიძლება ითქვა,რომ მას განებივრებული ბავშვობაც არ ჰქონია. (ავტორი გენია.ჯი) ბავშვის განათლებაზე დედა – ვიქტორია საქსენ-კორბუგელი ზრუნავდა და საუკეთესო განათლებაც მიაღებინა მომავალ დედოფალს.1840 წელს,ტახტზე ასვლიდან სამი წლის შემდეგ ციქტორია დაქორწინდა საკუთარ ნათესავზე – ალბერტ საქსენ-კორბუგელზე (რომელთა სიყვარულზე დღესაც კი ლეგენდები დადის).სწორედ მისი მეუღლის დამსახურება გახლდათ ის,რომ ვიქტორია თავნება გოგონასაგან,საკმაოდ პასუხისმგებლიან მონარქად გადაიქცა.თავად ალბერტი პუნქტუალური და მეთოდური პრინცი გახლდათ.დედოფალ ვიქტორიას აღმზრდელი – ლორდი ვილიამ მელბურნი გახლდათ,რომელიც შემდგომში ორჯერ გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.ვიქტორიასა და ალბერტს 9 შვილი ეყოლათ (საერთო ჯამში მათი შვილიშვილების რაოდენობა 40-ს შეადგენდა) თუმცა მეუღლეებს ერთად ცხოვრება დიდხანს მაინც არ მოუწიათ.ალბერტი გარდაიცვალა 1861 წლის 14 დეკემბერს (ცნობისათვის,ინგლისელებს პრინცი ალბერტი დიდად არ ეპიტნავებოდათ).ვიქტორიასათვის ეს ტრაგედია უდიდესი დარტყმის მატარებელი აღმოჩნდა.მან გარდაცვლილი ალბერტისაგან,ერთგვარი კულტიც კი შექმნა.მიუხედავად ამისა,დედოფალ ვიქტორიას მმართველობის ხანაში დიდი ბრიტანეთის იმპერიამ “დიდების ზენიტს” მიაღწია.მათი დროშა “იუნიონ ჯეკი”,ხმელეთის 20%-ის თავზე ფრიალებდა.ეს კი,მთელი მსოფლიო მოსახლეობის 24% გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) 1876 წლიდან დედოფალი ვიქტორია,ინდოეთის დედოფლის ტიტულსაც ატარებდა.მისი მეფობის პერიოდში,ქვეყნის მთავრობებს მეთაურობდნენ ისეთი ცნობილი პოლიტიკოსები (პრემიერ-მინისტრები),როგორებიც იყვნენ – რობერტ პილი,ბენჯამინ დიზრაელი,უილიამ გლადსთონი,სოლსბერის მარკიზი,ლორდ ჯონ რასელი,ედუარდ ჯეფრი სმიტ დერბი,ჯორჯ ჰამილტონ-გორდონი,ჰენრი ჯონ ტემპლ პალმერსტონი,ედუარდ სმიტ-სტენლი და არჩიბალდ პრიმროუზი.დედოფალი ვიქტორია გარდაიცვალა 1901 წლის 22 იანვარს 82 წლის ასაკში.აღსანიშნავია,რომ მისი დაკრძალვა ერთგვარად ატარებდა სიმბოლური მნიშვნელობას,რადგან ადგილობრივი მოსახლეობა აცნობიერებდა,რომ ერთ-ერთი დედოფალ ვიქტორიასთან ერტად,ემშვიდობებოდნენ უდიდესი ეპოქას დიდი ბრიტანეთის ისტორიაში.იმ ეპოქას,რომელსაც შემდგომ “დედოფალ ვიქტორიას ეპოქა” ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი)
დედოფალი ვიქტორია და პრინცი ალბერტი