მარტინ ვან ბურენი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-8 პრეზიდენტი - მარტინ ვან ბურენი (1781-1862 წლები),სანამ პრეზიდენტი გახდებოდა,ნიუ-იორკის შტატის სენატორი და გუბერნატორი გახლდათ.ამ პერიოდში მან,ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს – ენდრიუ ჯეკსონს მიმართა,იმ დროისათვის ინოვაციური პროექტის – სარკინიგზო ხაზების გაფართოების საწინააღმდეგო წერილით,რომელშიც ეწერა:
“პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო! ჩვენს ქვეყნაში არსებული არხების სისტემა,დიდი საფრთხის წინაშე დგას,ახალი ფორმის ტრანსპორტის – მატარებლის სარკინიგზო ხაზების გაყვანის შედეგად.ბატონო პრეზიდენტო,როგორც თქვენ მოგეხსენებათ,სარკინიგზო ვაგონები ანვითარებენ უზარმაზარ სიჩქარეს.ისინი გადაადგილდებიან 24 კილომეტრი-საათის სისწრაფით,რაც საფრთხეს უქმნის მგზავრების სიცოცხლეს.მისი ხმა აშინებს მოსახლეობას (ბავშვებსა და ქალებს) და უარყოფითად მოქმედებს სოფლის მეურნეობის გარემო-პირობებზე.ვფიქრობ,რომ სამყაროს შემოქმედი არასოდეს ისურვებდა,ადამიანებს ემგზავრათ ასეთი შეშლილი სისწრაფის მქონე ტრანსპორტით”. (ავტორი გენია.ჯი)