სოკრატე – “ეპიზოდი”
გენიალურ ძველბერძენ ფილოსოფოსსა და სწავლულს - სოკრატეს (ძვ.წ.აღ-ით 470-399 წლები),იმ პერიოდის საბერძნეთში ყველა იცნობდა.მის სიბრძნეს,დიდ პატივს მიაგებდნენ და არა ერთ რჩევა-დარიგებასაც იღებდნენ დიდი ფილოსოფოსისგან.სწორედ ამიტომ იყო,რომ არაერთხელ უთხოვიათ მისთვის,ამა თუ იმ პიროვნებაზე,საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს,სოკრატესთან მიიყვანეს ახალგაზრდა,უცნობი მამაკაცი და თხოვეს,რომ საკუთარი აზრი გამოეთქვა მის შესახებ.დიდი ხანი უყურებდა და აკვირდებოდა სოკრატე ამ პიროვნებას.თუმცა უცნობი,მთელი ამ ხნის მანძილზე არც ადგილიდან დაძრულა და არც ერთი სიტყვაც კი არ წარმოუთქვამს.ამით გაღიზიანებულმა დიდმა ფილოსოფოსმა,სწორედ მაშინ წამოიძახა თავისი ცნობილი ფრაზა (უცნობის მისამართით):
“დაილაპარაკე ბოლოს და ბოლოს,რათა შევძლო შენი დანახვა!” (ავტორი გენია.ჯი)