პიტერ სინგერი
პიტერ სინგერი - დაიბადა 1946 წლის 6 ივლისს მელბურნში,იმ ებრაელების ოჯახში,რომლებიც 1938 წელს იქნენ ემიგრირებული ავსტრიის დედაქალაქ ვენიდან,ფაშისტური გერმანიის ავსტრიაში შეჭრის შედეგად.იგი გახლავთ დიდი ავსტრალიელი სამართალმცოდნე და ფილოსოფოსი.საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ჩააბარა მელბურნის უნივერსიტეტში,სადაც შეისწავლა სამართალი,ისტორია და ფილოსოფია. (ავტორი გენია.ჯი) 1969 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი შრომისათვის – “რატომ უნდა ვიყო მორალური?” მალე პიტერი სწავლის გასაგრძელებლად მიემგზავრება დიდ ბრიტანეთში,სადაც ჩააბარა ოქსფორდის უნივერსიტეტში.იქვე,1971 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიაში,თემაზე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ.პიტერის ფილოსოფიაზე გავლენა იქონია,ისეთი ფილოსოფოსების ხედვებმა,როგორებიც იყვნენ – ჯონ სტიუარტ მილი,ჰენრი სიდვიჯი,რიჩარდ მერვინი და ჯერემი ბენტამი. (ავტორი გენია.ჯი) მისი ნაშრომები განხილვის თემად იქცა მრავალი მეცნიერისათვის.აკადემიურ წრეებში კი დიდი ყურადღება მიექცა მის წიგნს – Animal Liberation (ცხოველთა განთავისუფლებისთვის).სწორედ ეს წიგნი იქცა ქვაკუთხედად,იმ მოძრაობის ჩამოყალიბებისა,რომელსაც დღესდრეობით – “ცხოველთა თავისუფლებისათვის” ჰქვია.აღნიშნული ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი ყველა ცხოველის ბუნებრივ პირობებში დაბრუნება.პიტერ სინგერი ასევე ავტორია ნაშრომისა – “A Darwinian Left” და სხვა უამრავი ფილოსოფიური ნაშრომებისა.იგი დღესაც აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-ფილოსოფიურ მუშაობაში.მისმა ფილოსოფიურმა მხედველობამ გავლენა იქონია ისეტ ცნობილ ფილოსოფოსებზე,როგორებიც გახლავან – პიტერ ანგერი,როჯერ კრისლი,დეილ ჯემისონი და სხვა. (ავტორი გენია.ჯი)