“ემპირიოკრიტიციზმი”

“ემპირიოკრიტიციზმი” -  ბერძნულ ენაზე აღნიშნავს – “გამოცდილებას და კრიტიკას”.იგი გახლავთ სუბიექტირ-იდეალისტური მიმართულება ფილოსოფიაში,რომელიც შესაძლებელია მოვიხსენიოთ,როგორც – <გამოცდილების კრიტიკა> ან <კრიტიკა გამოცდილების პოზიციიდან>.მას ასევე – “მეორე პოზიტივიზმსაც” უწოდებენ.აღნიშნული ფილოსოფიური მოძღვრების ფუძემდებლად მიჩნეულია გამოჩენილი შვეიცარიელი ფილოსოფოსი – რიხარდ ავენარიუსი (1843-1896 წელი).”ემპირიოკრიტიციზმს საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნეში.ამ თეორიის მიხედვით,აზროვნება უნდა ეფუძნებოდეს არა განსჯას,სუბიექტს,მატერიას ან ობიექტს,არამედ გამოცდილებას.”ემპირიოკრიტიციზმის” ფილოსოფიის თანახმად,უმნიშვნელოვანესი თეზისი – გამოცდილება გახლავთ და სწორედ მას მიიჩნევენ უმთავრეს არსად ნებისმიერი მოქმედებისა. (ავტორი გენია.ჯი)