სოლომონ დოდაშვილის “პროკლამაცია”
“ქვეყნის დაარსებიგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თვისი საკუთარი მდგომარეობა.აქვნდა თვისი სჯულნი,თვისი სარწმუნოება,თვისი ენა და თვისი ჩვეულება და ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი ხელმწიფე და არაოდეს არ იყო მოკიდებული სხვასა ზედა და არცა მონა,ვითარცა აწ არს მამული ესე ჩვენი და ჩვენი ხმა,სახელი. (ავტორი გენია.ჯი) მხნეობა და მამაცობა წინაპართა ჩვენთან ყოველთვის ჰქუხდა და არავსებდა მსოფლიოსა.მტერი მარადის მოწყლულ იყო და დამხობილ მათგან,ხოლო აწ ხედავთ დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისა,ჰგრძნობთ შეიწროებასა ყოვლისა ჩვენისა,რაისათვის არს ესე ესრეთ.ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილნი მამაპაპათა ჩვენთანი,ნუ უკვე ჩვენ არა ძალგვიძს შენახვა საკუთრისა მამულისა ჩვენისა,ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესე ოდენი,რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა.
მაშა რაისათვის ვცოცხალვართ?!” (ავტორი გენია.ჯი)