რას მოიმოქმედებენ ცხოველები საფრთხის დროს?
1. ოპოსუმი – გახლავთ ძუძუმწოვართა ოჯახი ჩანთოსანთა რიგისა,რომელიც მოიცავს 12 გვარის 65 სახეობას.ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე.ისინი საფრთხის დროს,როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან,ეცემიან დაბლა,პირიდან გადმოსდით დუჟი,თავს იმკვდარუნებენ და აყენებენ ისეთ საშინელ სუნს,რომ მტაცებელი,რომელიც მის შეჭმას ლამობს,იძულებულია თავიდან მოიცილოს იგი. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ასეთი უჩვეულო თვითგადარჩენის ბუნებრივი ინსტიქტი გააჩნიათ ოპოსუმებს კრიტიკულ სიტუაციებში.
2. კენგურუ – ავსტრალიის სიმბოლოდ ქცეული ძუძუმწოვარი ჩანთოსნები,საფრთხის შემთხვევაში,”თანამოძმეებს” კუდის მიწაზე ცემით გადასცემენ საფრთხის შემცვლელ სიგნალებს.აღსანიშნავია,ის ფაქტიც,რომ მტაცებელს,რომელიც კენგურუების ჯგუფს საფრთხეს შეუქმნის,შესაძლოა მათ წინამძღვარ კენგურუსთან მოუწიოს შებმა.ასე ხდება ხშირ შემთხვევაში.ასეთი მეთოდით სხვა კენგურუები ასწრებენ გაქცევას და თავის შველას. (ავტორი გენია.ჯი)
3. სპილო – ხმელეთის ეს უდიდესი გიგანტი,საფრთხის შემთხვევაში მიწას თავის მძლავრ ფეხებს სცემს,რითაც ის აფრთხილებს სხვა სპილოებს,მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.ვიბრაციის ხმა კი ასეთი სიგნალისა 32 კილომეტრზე ვრცელდება.თავად,სიგნალის მიმღები სპილოები ანალოგიური მეთოდითვე( ფეხების მიწაზე ცემით),უდასტურებენ მიღებულ ინფორმაციას,საფრთხის შემცველი სიგნალის გამგზავნ სპოლოს. (ავტორი გენია.ჯი)
4. მგელი – საფრთხის შემთხვევაში,პირველ რიგში საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე ფიქრობს.კრიტიკულ სიტუაციაში თავის გადარჩენისათვის მან შესაძლოა თავის ლეკვებიც კი მიატოვოს და გაწიროს,რაც მას უფრო მეტ შანს უტოვებს თვითგადარჩენისა.
5. დათვი – საფრთხის დროს შესაძლოა გაიქცეს კიდეც,თუმცა ძირითად შემთხვევაში შეტევაზე თავად გადადის.მათ იმდენად ძლიერი ტორები აქვთ,რომ შესწევთ უნარი ხერხემალში გადატეხონ ხარი,ბიზონი და სხვა დიდი ზომის ცხოველები,რომ არაფერი ვთქვათ მცირე ზომის არსებებზე.შეტევას იწყებენ ოთხივე თათით,რის შემდეგაც ორ ფეხზე დგებიან,რათა აკონტროლონ ირგვლივ სიტუაცია და გამოიყენონ საკუთარი თათების უპირატესობა მოწინააღმდეგეზე. (ავტორი გენია.ჯი)