ჟორჟ დიუმენილ დე ლა ტური
ჟორჟ დიუმენილ დე ლა ტური - დაიბადა 1593 წელს ვიკ-სიურ-სეიში,ლოტარგიის საჰერცოგოში (თანამედროვე საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხატვარი და საყოველთაოდ აღიარებული ოსტატი “შუქ-ჩრდილებისა”.მიუხედავად ამისა,მისი სახელი XVIII-XIX საუკუნეების საფრანგეთში,მივიწყებულ იქნა.სხვადასხვა დოკუმენტების თანახმად,იგი დაქორწინდა 1621 წელს.მოგვიანებით ინიშნება ლიუვენილის ოფიციალურ და ამასთანავე მეფის მთავარ მხატვრად.ჟორჟი განეკუთვნება იმ გენიალურ მხატვართა რიგსს,რომელთა შესახებაც ისტორიამ,მხოლოდ უმცირესი ბიოგრაფიული ცნობები დაგვიტოვა.შესაბამისად,მისი პირადი ცხოვრების შესახებ,ფაქტიურად ზემოთ აღნიშნულის გარდა ცნობილი არაფერია.თუმცა მისი შემოქმედება კი საბედნიეროდ შემოგვრჩა კაცობრიობას.ცნობილია ფაქტი,რომ ლოტარგიელმა ჰერცოგმა ჰენრიხ II-ემ 1623-1624 წლებში,მისი რამდენიმე ტილო შეიძინა.ჟორჟის შემოქმედება კი მისი სიკვდილისთანავე მივიწყებულ იქნა და მხოლოდ 1940 წელს იქნა ხელმეორედ “აღმოჩენილი”.მისი შემოქმედება გამოირჩევა მკაცრი გეომეტრიული კომპოზიციებითა და გამძაფრებული რელიგიური გრძნობების ჟანრით.მისი მხატვრული სტილი ძალიან ჩამოჰგავდა კარავაჯოს ხატვის სტილს.მას ტილოებზე უყვარდა ბიბლიური პერსონაჟებისა და ღარიბი ადამიანების გამოსახვა. (ავტორი გენია.ჯი) მისი შემოქმედების ტიპიურ ნამუშევრად ითვლება ტილოები – “ახალდაბადებული” (რომელიც დაცულია რენის სახვითი ხელოვნების მუზეუმში) და “მოგვთა თაყვანისცემა” (დაცულია ლუვრის მუზეუმში).ასევე მისი სხვა ნამუშევრები ამშვენებს სხვადასხვა ქვეყნების ეროვნულ მუზეუმებსა თუ გალერეებს.ჟორჟ დიუმენილ დე ლა ტური გარდაიცვალა 1652 წლის 30 იანვარს ლიუნევილში.გენიალური ლა ტური ერთ-ერთ მივიწყებულ და გვიან აღმოჩენილ გენიოსად არის დღემდე მიჩნეული “ბაროკოს ეპოქისა”.თუმცა მიზეზი მისი შემოქმედების მიმართ გულგრილობისა,დღემდე დაუდგენელია. (ავტორი გენია.ჯი)