აბიგაილ სმიტ ადამსი
აბიგაილ სმიტ ადამსი (1744-1818 წლები) – გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეორე პრეზიდენტის – ჯონ ადამსის მეუღლე და ამავე ქვეყნის რიგით მეექვსე პრეზიდენტის – ჯონ კუინსი ადამსის დედა.იგი წარმოადგენდა საკმაოდ ერუდირებული ქალბატონს,რომელიც ძალიან კარგად ერკვეოდა პოეზიაში,პოლიტიკაში,ლიტერატურასა და ფილოსოფიაში.მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ დიდხანს იცნობდა მომავალ მეუღლეს ჯონ ადამსს,მხოლოდ 1964 წლის ოქტომბერში დაქორწინდა მასზე. (ავტორი გენია.ჯი) თანაცხოვრებაში შეეძინათ სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი.ჯონს უამრავი მივლინება და მოგზაურობა უწევდა ქვეყნის მაშტაბით.შესაბამისად სახლში ხშირად არ იყო,თუმცა აბიგაილის მხრიდან,ყურადღება და გამხნევება მომავალ პრეზიდენტს არასოდეს მოკლებია.იგი იმდენად კარგად ერკვეოდა პოლიტიკაში,რომ მრავალ რჩევას აძლევდა მეუღლეს და სრულიად იზიარებდა მის შეხედულებებს სხვადასხვა საკითხების ირგვლივ.1784 წელს ჯონ ადამსი ინიშნება ელჩად საფრანგეთში და მიემგზავრება მასთან ერთად პარიზში.როდესაც ჯონი ხდება ვიცე-პრეზიდენტი ამერიკისა, (ავტორი გენია.ჯი) აბიგაილი უახლოვდება ჯორჯ ვაშინგტონის მეუღლეს მართა ვაშინგტონს.მასთან ერთად იღებდა მონაწილეობას,ორგანიზება გაეწია “თეთრ სახლში” ოფიციალური მიღებებისა.1797 წელს აბიგაილის მეუღლე ჯონ ადამსი,ხდება ამერიკის შეერთებული სტატების პრეზიდენტი.მისივე მმართველობისას,1800 წელს ქვეყნის დედაქალაქად აღიარებულ იქნა ვაშინგტონი.მალევე ცოლ-ქმარი საცხოვრებლად გადადის “თეთრ სახლში” და აბიგაილი ხდება “პირველი დიასახლისი” ამერიკის პრეზიდენტების უმთავრესი რეზიდენციისა.1801 წლის არჩევნებში მეუღლის მარცხის შემდეგ საცხოვრებლად გადადიან მასაჩუსეტსის შტატში.1818 წლის 28 ოქტომბერს აბიგაილ ადამსი გარდაიცვალა ტიფის შედეგად.იგი დაკრძალულ იქნა მისივე მეუღლის ჯონ ადამსის გვერდით.მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში აბიგაილის და ჯონის ვაჟი – ჯონ კუინსი ადამსი,ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეექვსე პრეზიდენტი ხდება. (ავტორი გენია.ჯი)