ლოპე დე აგირე
ლოპე დე აგირე (1518-1561 წლები) – გახლდათ ის ესპანელი კონკისკადორი (ბასკური წარმოშვებისა),რომლის სახელი ისტორიაში,სასინელ ბოროტებასთან და სისასტიკესთან ასოცირდება.ზედსახელადაც მისი სისასტიკის და ბოროტი საქციელების გამო – “შეშლილი” უწოდეს.პირველად იგი ჩრდილოეთ ამერიკის ექსპედიციაში 1544 წელს გამოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) მონაწილეობას იღებდა (როგორც რიგითი მებრძოლი) სამხრეთ ამერიკის ექსპედიციის დროს,სხვადასხვა ინდიელთა ტომების აჯანყებების ჩაქრობაში.1560 წლის 26 სექტემბერს შეუერთდა პედრო დე ურსუას ექსპედიციას,რომელიც თავის მხრივ ეძებდა ზღაპრულ ქვეყანას – “ომაგაუს” (ვარიაცია თემისა “ელდორადო”).1561 წლის 1 იანვარს მოაწყო შეთქმულება და ბუნტი ექსპედიციის ხელმძღვანელის ურსუას წინააღმდეგ,რის შემდეგაც იგი მოკლა და თავად ჩაუდგა სათავეში აღნიშნულ ექსპედიციას.ამავე დროს დაიწყო აწიოკება ადგილობრივი მოსახლეობისა.მალევე,ლოპე დე აგირეს მხარდამჭერებმა იგი გამოაცხადეს მმართველად – პერუსი,ჩილესი და ტიერა-ფირმასი.ამ მოვლენით,ფაქტიურად დე აგირე “აუბუნტდა” ესპანეთის მეფეს ფილიპე II-ეს.საკუთარ თავს მოიხსენიებდა,როგორც – “ღვთის რისხვა” და “თავისუფლების ბატონი”.მისი ამ ქვეყნებში ბატონობა სისხლითა და სისატიკით იყო გაჯერებული.ისტორიკოსთა მტკიცებით,ლოპე დე აგირესათვის სიტყვები – შენდობა,პატიება და მიტევება,არ არსებობდა. (ავტორი გენია.ჯი) მას ხელები უამრავი უდანაშაულო ადამიანის სისხლში ჰქონდა მოსვრილი.გარდა ამისა ლოპეს კისერზე იყო ერთი მღვდლის,ორი ბერის,ოთხი ქალის და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საკუთარი ქალიშვილის ელვირას მკვლელობაც კი.იგი არ აღიარებდა ესპანელთა მართველობას და თავად სურდა ყოფილიყო ამ რეგიონების გამგებელი.1561 წელს ესპანელთა ჯარი გუტიერეს დე ლა პენიას სარდლობით,ალყაში აქცევს მას,ვენესუელის ჯუნგლებში.მალევე იგი ტყვედ იქნა აყვანილი.მიესაჯა სიკვდილით დასჯა,რის შემდეგაც ოთხ ცხენზე ხელებითა და ფეხებით გამოაბეს და ნაკუწებად აქციეს,ხოლო მისი სხეულის ნაწილები სხვადასხვა ქალაქებში გააგზვნეს,რათა მთავარ მოედნებზე გამოეკიდათ ისინი.ლოპე დე აგირეს პერსონაჟი არაერთმა მწერალმა,რეჟისორმა და სხვა ხელოვანმა ასახა თავიანთ შემოქმედებაში და ყველა მათგანში იგი განასახიერებს ბოროტებისა და სისასტიკის სიმბოლოს. (ავტორი გენია.ჯი)