პატრიცია ბათი – “მხედველობით დამსაჩუქრებელი”
პატრიცია ბათი - გახლავთ პროფესიით ოფთალმოლოგი,ამერიკის შეერთებული შტატების მეგაპოლისიდან – ნიუ-იორკიდან (შემდეგ ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად).იგი პირველი აფრო-ამერიკელი ექიმი-ქალია (მისი მშობლები ტრინიდადელი ემიგრანტები იყვნენ),რომელმაც მიიღო პატენტი თავის ახალ,ინოვაციურ სამედიცინო გამოგონებაზე.პატრიცია ბათის პატენტი (N 4744360),გახლდათ სრულიად ახალი საშუალება თვალიდან კატარაქტის მოცილებისა,ლაზერის საშუალებით,რაც პროცედურას ძალიან ზუსტს ხდიდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი იმდენად ძლიერი გახლდათ თავის პროფესიაში,რომ 16 წლის ასაკში,სახელმწიფოსაგან გრანტიც კი მიიღო,სამედიცინო სფეროში კვლევებისათვის.კერძოდ ოფთალმოლოგიაში.მისი გახსნილი კლინიკა კი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ ამერიკაში.პატრიციამ,ზონდი დააპატენტა 1988 წელს და იგი ამ მეთოდით სრულიად უმტკივნეულოდ აცილებდა ადამიანს თვალიდან კატარაქტს.ბათი გახლავთ ის შესანიშნავი ექიმი,რომელმაც ისეთ ადამიანებსაც კი დაუბრუნა მხედველობა,რომლებიც 30 წლის მანძილზე უსინათლოები იყვნენ.ამ გამოგონების გარდა,მას კიდევ არაერთი გამოგონება ეკუთვნის სამედიცინო მეცნიერებაში.დღესდღეობით მისი გამოგონება ფართოდ არის გავრცელებული მთელს მსოფლიოში და ყველაზე საუკეთესო საშუალებადაც ითვლება ოფთალმოლოგიაში.ამ მიზეზთა გამო კი ამერიკაში მას მოიხსენიებენ როგორც – “მხედველობით დამსაჩუქრებელი”. (ავტორი გენია.ჯი)