სვანტე ავგუსტ არენიუსი
სვანტე ავგუსტ არენიუსი - დაიბადა 1859 წლის 19 თებერვალს უფსალასთან ახლოს ვეიკში (შვედეთი),სვანტე გუსტავ არენიუსისა და კრისტინ კაროლინას ოჯახში.იგი წარმოადგენდა უდიდესს შვედ ფიზიკოსსა და ქიმიკოსს.“ნობელის პრემიის” ლაურეატი გახდა 1903 წელს,ქიმიის დარგში (“პრემია მიენიჭა ქიმიის განვითარებაში მისი ელექტროლიტული დისოციაციის თეორიის განსაკუთრებული მნიშვნელობისათვის). (ავტორი გენია.ჯი) სვანტეს დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ,ოჯახი საცხოვრებლად უფსალაში გადავიდა.იქვე,მამამისი უფსალის უნივერსიტეტის ინსპექტორთა საბჭოში იწყებს მუშაობას.ბავშვობიდანვე განათლებას სვანტე მამამ აზიარა.სამი წლის იყო,როდესაც უკვე კითხვა ასწავლეს.მალე კი უფსალის კათედრალურ სკოლაში იწყებს სწავლას.სწავლის დროს,დიდი ინტერესი გამოიჩინა ფიზიკის მათემატიკისა და ბიოლოგიის მიმართ.1876 წელს დაამთავრა კათედრალური სკოლა და იმავე წელს ჩააბარა უფსალის უნივერსიტეტში,ფიზიკისა და ქიმიის ფაკულტეტზე.1978 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი,ბუნებრივ მეცნიერებებში.მიუხედავად სწავლის დასრულებისა სვანტე სამი წლის განმავლობაში კვლავ განაგრძობდა ცოდნის შეძენას.1881 წელს უფსალიდან,შვედეთის დედაქალაქში სტოკჰოლმში მიემგზავრება.იქვე სწავლას განაგრძობს შვედეთის სამეფო აკადემიის უნივერსიტეტში,ფიზიკოს ერიკ ედლუნდის ხელმძღვანელობით.სწავლის დასრულების შემდეგ მოღვაწეობა ამავე უნივერსიტეტში განაგძო 1895 წლიდან და გახდა სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი.1903 წელს მანიჭეს ნობელის პრემია,ხოლო 1905 წლიდან,თავად ხდება ნობელის ინსტიტუტის დირექტორი. (ავტორი გენია.ჯი) იგი ავტორია ელექტროლიტური დისოციაციის თეორიისა.სწავლობდა მჟავებისა და სხვა ელექტროლიტების განზავებული ხსნარების ელექტროგამტარობას და 1887 წელს დაასკვნა,რომ მათი მოლუკულები გახსნისას იშლება დამუხტულ ნაწილაკებად – იონებად (ანიონებად და კატიონებად).მასვე ეკუთვნის შრომები ქიმიურ კინეტიკაში,დაადგინა ქიმიური რეაქციის სიჩქარისტემპერატურაზე დამოკიდებულება (1889 წელს),რომელსაც არენიუსის განტოლება ეწოდა.გამოიკვლია ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საკითხები.მისი ჰიპოთეზა ცოცხალ ორგანიზმებში შემავალი ნივთიერებების მარადისობის და სიცოცხლის ჩანასახების ერთი პლანეტიდან მეორეზე გადატანის შესახებ მცდარი იყო.სვანტე ავგუსტ არენიუსი გარდაიცვალა 1927 წლის 2 ოქტომბერს,შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. (ავტორი გენია.ჯი)