ყველაზე ცივი კლიმატის მქონე ქვეყნები…
1. მონღოლეთი – ამ ქვეყანაში საშუალო ტემპერატურა 0 გრადუს ქვემოთაა.პირველი ორი თვე – იანვარი და თებერვალი კი განსაკუთრებული სიცივით გამოირჩევა და ამ დროს ტემპერატურა -20 გრადუსზეც ეცემა.მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი,ყველაზე ცივი კლიმატის მქონე დედაქალაქად არის მიჩნეული დედამიწაზე. (ავტორი გენია.ჯი) იქ მინიმალური ტემპერატურა იანვარში ფიქსირდება,ხოლო მაქსიმალური ივლისში.
2. ისლანდია – საშუალო ტემპერატურა ამ ევროპულ ქვეყანაში,ნულს ზემოთ არ ადის.ერთ წელიწადს კი ამავე კუნძულზე სულაც -40 გრადუსი დაფიქსირდა.
3. ყაზახეთი – მიუხედავად იმისა,რომ ზაფხული ამ ქვეყანაში საკმაოდ თბილია,ზამთარი განსაკუთრებული ყინვებითა და სიცივით გამოირჩევა.ქვეყნის დედაქალაქი ასტანა კი ყველაზე ცივი კლიმატის მქონე ქალაქია ყაზახეთში.იანვარში საშუალო ტემპერატურა ყაზახეთის სამხრეთში -19 გრადუსია,ხოლო ჩრდილოეთში -2 გრადუსი.რეკორდული ვარდნა ტემპერატურისა ყაზახეთის ქალაქ ატბასარში დაფიქსირდა (აკმოლინის ოლქი) -57 გრადუსი. (ავტორი გენია.ჯი)
4. რუსეთი – ამ ქვეყანაში საკმაოდ ცივი კლიმატია და საშუალო ტემპერატურაც შესაბამისად დაბალია.ზოგ რეგიონებში იანვრის თვეში ტემპერატურა -27 გრადუსამდეც ეცემა.არის სარეკორდო ტემპერატურის ვარდნებიც.ძირითადად ციმბირში,სადაც -40 ან მეტი ყინვებიც კი ფიქსირდება.საშუალო ტემპერატურა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში,იანვრის თვეში 6-დან -50 გრადუსამდე ვარდება.1924 წელს კი ისტორიაში,ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა ციმბირში -72 გრადუსი.რაც რეკორდული მაჩვენებელია დღემდე დაფიქსირებულ ყველაზე სხვა დაბალ ტემპერატურათა შორის.მისი დაფიქსირება კი შეძლო რუსმა მეცნიერ-თანამშრომელმა სერგეი ობრუჩევმა 1924 წელს.
5. კანადა – ამ ქვეყნის ისევე,როგორც სხვადასხვა ქვეყნების შემთხვევებში,რიგ ქალაქებში და რეგიონებში არათანაბარი ტემპერატურებია.თუმცა საერთო ჯამში ეს ქვეყანა,მაინც ძალიან ცივი კლიმატით არის ცნობილი.საშუალო ტემპერატურა კანადაში,ყოველთვის დაბალია.იქ შესაძლოა ტემპერატურის ზღვარმა,ზამთარში -15 გრადუსამდე დაეცეს,ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში -45 გრადუსამდეც კი.ყველაზე დაბალი ტემპერატურა,რაც კანადაში დაფიქსირებულა -65 გრადუსია. (ავტორი გენია.ჯი)