კასანდრა
ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით - კასანდრა,გახლდათ ტროას მეფის – პრიამასა და გეკუბის ის ქალიშვილი,რომელიც გენიალური ჰომეროსის გადმოცემის თანახმად,საუცხოო სილამაზით გამოირჩეოდა,მის ულამაზეს დედმამისშვილებს შორისაც კი.მას მიკენიური ხელნაწერების თანახმად ალექსანდრადაც მოიხსენიებდნენ.მეტნაკლებად პოპულარული ვერსია კასანდრას შესახებ,მოყვანილია ესქილეს ტრაგედიაში – “აგამემნონი”.სადაც კასანდრა აღიარებს,რომ ღმერთ აპოლონს სიყვარულზე სიყვარულით პასუხს დაჰპირდა,რის გამოც იგი აპოლონმა მომავლის ხედვით დააჯილდოვა.როდესაც კასანდრამ პირობა დაარღვია,ამით განარისხა აპოლონი,რომელმაც კასანდრა დაწყევლა.აპოლონმავე გააკეთა ისე,რომ მისი წინასწარმეტყველების არავის დაეჯერებინა.მიუხედავად იმისა,რომ მას შეეძლო მომავლის დანახვა,იგი ამას ვეღარაფერში იყენებდა და უძლური იყო მისი აღნიშნული ნიჭი გამოეყენებინა.ანტიკლიდეს (ძვ.წ.აღ-ით III საუკუნე) ვერსიით,კასანდრას მომავლის დანახვა კი არა,მომავლის შესახებ ინფორმაციების მოსმენა და ცხოველთა ენის გაგება შეეძლო. (ავტორი გენია.ჯი) კასანდრამ უწინასწარმეტყველა და გააფრთხილა ტროას სამეფო ოჯახი,პარისი ქვეყანას უბედურებას მოუტანდა.ამიტომ რაიმე ზომები უნდა მიეღოთ.მიუხედავად ამისა,აპოლონისაგან შეჩვენებულ კასანდრას ყური არავინ დაუგდო და ტროაც სწორედ პარისის მიერ ელენეს მოტაცებას ემსხვერპლა.ზოგიერთი ცნობების მიხედვით,ტროას განადგურების შემდეგ აგამემნონმა კასანდრა თავისთან წაიყვანა.მანვე უწინასწარმეტყველა თავისი საშინელი მომავალი აგამემნონს და ისიც უთხრა,რომ მასთან ერთად თავადაც დაიღუპებოდა.თუმცა არც ეს დაუჯერეს,რასაც მისი და აგამემნონის დაღუპვა მოჰყვა კიდეც (აგამემნონი მოკლა ეგისფემ,ხოლო კასანდრა კი თავად აგამემნონის მეუღლემ – კლიტემნესტრამ).ასევე არის ცნობები,რომ აგამემნონსა და კასანდრას შეეძინათ ვაჟი,სახელად – ტელედამი,ან ტყუპი ვაჟები ტელედამი და პელოპი,რომლებიც ასევე ეგისფეს მიერ იქნენ მოკლულები.კასანდრას შესახებ,სხვადასხვა ეპოქებში უამრავი ცნობები ვრცელდებოდა.მასზე გადაღებულ იქნა ფილმები.1871 წელს კი მისი სახელი უწოდეს ერთ-ერთ ასტეროიდს. (ავტორი გენია.ჯი)
ასტეროიდი – “კასანდრა”