“პტოლემეს კოსმოგრაფია”
ერთ-ერთი უდიდესი ალექსანდრიელი ასტრონომის,მათემატიკოსისა და გეოგრაფის - კლაუდიუს პტოლემეს,მიერ შექმნილი ატლასი,სათავედ დაედო ბოლონიაში 1477 წელს გამოცემულ გეოგრაფიულ წიგნს -“კოსმოგრაფია”,სადაც პტოლემეს (87-165 წლები) მიერ შედგენილი ატლასის ზუსტი ასლია აღებული.გარდა ამისა ამ წიგნში ანტიკური ხანის სხვა რუკებიც არის დატანილი.ორიგინალი რუკები კი დღემდე დაკარგულად ითვლება. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად,აქ მოყვანილი გეოგრაფიული რუკები ერთმანეთს ძალიან ჰგავს და მათ შორის განსხვავება ძალიან მცირედია.გეოგრაფიულ წიგნზე დაკვირვებისას,უმალვე შეიძლება დაასკვნათ,რომ ანტიკური ხანის მეცნიერები ძალიან კარგი კარტოგრაფები იყვნენ.მიუხედავად იმისა,რომ პტოლემემ შექმნა მთელი რიგი რუკები (პტოლემეს კოსმოგრაფიიდან),მხოლოდ ეს ატლაში შემორჩა დღემდე ისტორიას. (ავტორი გენია.ჯი) თავის დროზე,წიგნი ეკუთვნოდა ბრიტანელ კოლექციონერს – ლორდ ვარდინქტონს,რომელსაც ამ წიგნის გარდა კიდევ 700 ძველი (უნიკალური) წიგნი და 60000-მდე ძველი რუკაც გააჩნდა.2004 წელს ლორდის სახლში გაჩენილმა ხანძარმა კინაღამ გაანადგურა ეს უნიკალური კოლექცია.თუმცა მეზობლების დახმარებით ხანძარი ჩააქრეს,რის შედეგადაც კაცობრიობას გადაურჩა უძველესი ატლასები,ხელნაწერები,წიგნები და სხვა უმნიშვნელოვანესი არტეფაქტები.ლორდ ვარდინქტონის გარდაცვალების შემდეგ,2006 წელს კი – “პტოლემეს კოსმოგრაფია”,”Sotehby’s აუქციონზე იქნა გატანილი,სადაც გაყიდულ იქნა 3,99 მილიონ ამერიკულ დოლარად.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ კლაუდიუს პტოლემეს უნიკალური წიგნი,დღემდე ერთ-ერთ უიშვიათეს წიგნად არის მიჩნეული მსოფლიოში და მისი ფასიც დღითი დღე საგრძნობლად იწევს მაღლა. (ავტორი გენია.ჯი)