არისტოტელეს წერილი – ალექსანდრე მაკედონელს…
“არ ვიცი,რა ძალა მეწევა შენკენ.რაზედაც არ უნდა ვიფიქრო,ყველაფერი მეჩვენება დიდი და საოცარი.ვერას ვხედავ (შენს მოქმედებაში) დასავიწყებელს… დრო აქ ვერაფერს დაბურავს ბინდით,რამეთუ სწავლების მშვენიერ რჩევებს მაყურებლად ჰყავთ მარადისობა.ამიტომ ეცადე შენი ძალაუფლება აქციო არა ქედმაღლობად,არამედ ქველ საქმეებად და სათნოებად,რომელზე აღმატებულიც ქვეყნად არაფერია.ადამიანს,ბუნებით მოკვდავს,გარდუვალი სიკვდილის შემდეგ თავისი საქმეების წყალობით შეუძლია უკვდავთა ხსოვნა მოიპოვოს.(ავტორი გენია.ჯი) გახსოვდეს ერთი: ზოგიერთივით უგნური აღზრდა არ მიგიღია; ჩამომავლობაც ბრწყინვალე გაქვს,სამემკვიდროდ მიღებული სამეფოც და სწავლა-განათლებაც.საქვეყნო სახელიც მოგიპოვებია.რამდენადაც ბედის წყალობით გამოირჩევი,ამდენად უნდა პირველობდე ვაჟკაცობაში და მშვენიერ საქმეებში.სხვათა შორის,ჩანაფიქრის განხორციელებასთან ერთად აუცილებელია სასარგებლო საქმეებიც აკთო”. (ავტორი გენია.ჯი)