წმინდა ბასილი დიდი – “ანგელოზების” შესახებ…
“ანგელოზნი არ იცვლებიან.მათ შორის არ არიან არც ყრმები,არც ჭაბუკნი და არც მოხუცებულნი.როგორნიც დასაბამიდან შეიქმნენ ღმერთის მიერ,იმგვარნივე რჩებიან მარადის და მათი შედგენილობა წმინდა,შეურყვნელი და უცვალებელი რჩება.მათი არსების თავდაპირველ შედგენილობაში და ასე ვთქვათ,ნარევში,სიწმინდე იყო შთადებული… ამიტომაც ისინი,სხვა გონიერ ქმნილებათა,ადამიანთა მსგავსად,თავისუფალი ნებით შემოსილნი,ადვილად არ არიან მიდრეკილნი ცოდვისაკენ,რადგან თავიდანვე კურთხევით აღივსნენ,ვითარცა თავიანთი არსების შემადგენლობით, და რადგან სულიწმიდის მადლის ძალით მუდმივად ჰგიებდნენ სათნოებაში”. (ავტორი გენია.ჯი)