ანზორ აბულაშვილი – “ჯერჯერობით”
ჯერჯერობით თუმცა აქ ვარ,
მაგრამ ყოველ წამისად…
გაისამდე ვინ რა იცის…
ან რა მელის გაისად.
დაყოფილა დრო და ჟამი დეკემბრად თუ
მაისად,
შუადღედ თუ შუაღამედ,აისად და
დაისად…
სამოთხის თუ ჯოჯოხეთის მიმდგარი ვარ
კარისად -
გარდამხდელად ამა სოფლის სესხისად და
ვალისად.
მოჩანს კლდეზე სიზმრის შავი
ღიმი ედელვაისად,
წარმოსახვად მკვდრის მზისა და
მარადიულ ღამისად.