ჯოვანი ბოკაჩოს ნააზრევი…

„სიმდიდრე და სიბრძნე მხრებზე წამოსხმული ბეწვეულის სიმძიმეში კი არაა, არამედ იმაში, რაც ადამიანებს ხალას გულებში აქვთ; ყველამ გაიგოს, რაოდენ დიდი სისულელეა ფიქრი, თითქოს ბუნება ისე მტრულადაა ჩვენდამი განწყობილი და ღმერთი ისე უმოწყალოა,რომ თუ სიმდიდრე მთავარ სიკეთედ გამოცხადდებოდა, შიშველს დაგვაგდებდნენ ამ წუთისოფელში. ადამიანის ბუნება მცირეოდენითაც კმაყოფილდება, აუცილებელი რაც არის, ისედაც გვეძლევა, უშრომლად, ასე რომ თუნდაც მოგვენდომებინა, ღარიბებად ვერ ვიქცეოდით. ამას გარდა, ადამიანებს ამშვენებს არა სამოსელი, არამედ სათნოებანი, ქველი საქმეები. მოკლედ რომ მოვჭრა, ადამიანთა ზნე-ჩვეულებების წარჩინებულ მომთვინიერებლებს ვთხოვთ მოასვენონ პოეტები”. (ავტორი გენია.ჯი)