მიტროპოლიტის – ანტონის “შეგონება”
“ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება გვასწავლის,რომ თუკი მივეცემით ჩვენს სურვილებს,ჩვენს გატაცებას,შეიძლება,ვიქცეთ არა ადამიანად,არამედ – სიმახინჯედ: ულმობლად,ლოთად,ნარკომანად,მატყუარად,მხდალად და სხვა ამის მსგავსად.მაგრამ ეს საქმის მხოლოდ ერთი მხარეა.მეორე მხარე ისაა,რომ შენ თუ ასე ან ისე მოიქცევი,შენს გულში ამა თუ იმ სურვილებს,გრძნობებს,მისწრაფებებს შეუშვებ.თუ შენს გონებას ამა თუ იმ აზრებით შებღალავ,უკვე იმდენად დაიბინდები,რომ შენთვის შეუძლებელი იქნება,დაინახო და გაიგო სილამაზე,გულით განიცადო იგი ისე,რომ შენი გული იწვოდეს მისგან.იმიტომ,რომ მაშინ ამის ძალები აღარ გექნება,შენში აღარ იქნება ის სიმართლე,რომელიც საშუალებას მოგცემს,გადალახო საკუთარი თავი და იქცე ნამდვილ “მე”-დ,როგორიც შენ სიღრმისეულად ხარ და რომელიც ზედაპირზე ხშირად ძალიან არ ჰგავს საკუთარ თავს”. (ავტორი გენია.ჯი)