დიმორფოდონი
დიმორფოდონი - ლათინური სახელწოდება – “Dimorphodon”,წარმოადგენდა მტაცებელთა ჯგუფის,გადაშენებულ ქვეწარმავალთა სახეობის ფრინველს,არქოზავრების ქვეკლასისა.გამოირჩეოდენ შედარებით მცირე ზომებით.ბინადრობდნენ “იურულ პერიოდში”,დაახლოებით 170-180 მილიონი წლის წინათ.მისი ნაშთები აღმოჩენილ იქნა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 1828 წელს,ხოლო გამოკვლევები მის შესახებ ნაშტების აღმოჩენიდან მხოლოდ 30 წლის შემდეგ აწარმოა ცნობილმა ბრიტანელმა მეცნიერმა ოუენმა. (ავტორი გენია.ჯი) დიომორფოდონს ორი სპეციფიკურად განსხვავებული კბილების ტიპი გააჩნდა.მისი გაშლილი ფრთების სიგრძე 2 მეტრამდე იყო,ხოლო სიგრძით 1 მეტრსა და 20 სანტიმეტრამდე იზრდებოდა,წონით 1,5 კილოგრამიდან 2 კილოგრამამდე იყვნენ.ტანთან შედარებით გააჩნდათ საკმაოდ დიდი თავი,რომლის სიგრძეც ხშირ შემთხვევაში 30 სანტიმეტრს უტოლდებოდა.სულ ბუნებაში,ორი სახეობის დიმორფოდონი იყო გავრცელებული – “Dimorphodon macronix”,რომლის ნაშთებიც აღმოჩენილ იქნა 1829 წელს,ცნობილი ინგლისელი გეოლოგისა და პალეონთოლოგის – უილიამ ბეკლენდის მიერ და “Dimorphodon weintraubi”,აღმოჩენილი იქნა კლარკის მიერ 1998 წელს.დიმორფოდონები იკვებებოდნენ თევზებითა და სხვა მცირე ზომის რეპტილიებით. (ავტორი გენია.ჯი)