“ქვევრების ხეობა”
“ქვევრების ხეობა” - მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ სახელმწიფოში – ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში.კერძოდ პსონხავანაში (კხიენგ კხუანგის პროვინცია).ზემოთ სურათზე გამოსახული საოცარი ქვევრები განლაგებულია ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე,მთის ქედებზე.თავად ქვევრების საშუალო დიამეტრი 1 მეტრს აღემატება.სიმაღლით 1 მეტრიდან 3,5 მეტრამდეა.ყველაზე დიდი ქვევრის წონა 6 ტონას აჭარბებს. (ავტორი გენია.ჯი) ისინი დამზადებული არიან ქვისაგან.ისტორიამ,ლაოსის ქვევრების შესახებ,ძალიან მცირე ინფორმაცია შემოგვინახა.ზუსტად არავინ იცის თუ ვინ ან რა მიზნით დაამზადა ისინი.არსებობს მეცნიერთა ერთი ნაწილის ჰიპოთეზა იმის შესახებ,რომ ამ ქვის უზარმაზარ ჭურჭლებში ადგილობრივები ინახავდნენ ღვინოსა და ბრინჯს,ხოლო სხვა სპეციალისტების მტკიცებით,ისინი წარმოადგენდნენ გარდაცვლილთა ცხედარების დასაწვავ,ერთგვარ მოწყობილობას.ერთადერთი რაც ცნობილია ამ საოცარი ქვევრების შესახებ,არის მისი ასაკი,რომელიც 3000 წლით განისაზღვრება. (ავტორი გენია.ჯი) ზოგიერთ ქვევრს თავსახური გააჩნია.ლაოსური ლეგენდების მიხედვით აღნიშნულ ხეობაში გოლიათები ცხოვრობდნენ,რომლებმაც დაამარცხეს მტერი,რის გამოც მათმა მეფემ კხუნგ ჩინგმა გასცა ბრძანება გამარჯვებისადმი ზეიმის აღსანიშნავად დაემზადებინათ ისეთი ქვევრები,რომლებშიც დაამზადებდნენ ადგილობრივ ღვინოს – “ლაო ლაოს”.თუმცა ეს ჰიპოთეზა,მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრთა,მხოლოდ ლეგენდების ნაწილია.ბევრი ქვევრი დაზიანდა და განადგურდა ინდოჩინეთის ომის დროს.ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს,რომ “ქვევრების ხეობა” შეყვანილ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში,თუმცა ჯერ-ჯერობით იუნესკოს ამ საკითხის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. (ავტორი გენია.ჯი)