ლეო X – “ეპიზოდი”
ლეო X - (ერისკაცობაში - ჯოვანი დი ლორენცო დე’ მედიჩი),გახლდათ რომის პაპი 1513-1521 წლებში.იგი ერთ-ერთი უდიდესი იტალიური გავლენის მქონე გვარის “მედიჩების” წარმომადგენელი და ამასთანავე,ბოლო რომის პაპი იყო მედიჩების დინასტიიდან.კორონაციის დღეს ლეო X-ეს პორტუგალიის მეფემ – მანუელ I-მა საჩუქრად თეთრი სპილო გამოუგზავნა,სახელად – განო (ცნობილია,რომ აზიის ზოგიერთ ნაწილში თეთრ სპილოებს წმინდა ცხოველებად მიიჩნევდნენ). (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ განო საკმაოდ კარგად ჰყავდათ პატრონებს გაწვრთნილი.იგი გებულობდა პოტუგალურ და ინდურ ენებზე მიღებულ ბრძანებებს.რის გამოც მალევე მოიპოვა ლეო X-ის სიმპათიები და მისი ერთ-ერთ საყვარელ ცხოველადაც იქცა.მიუხედავად იმისა,რომ განოს ყურადღება არ აკლდა,ადაპტაცია ახალ გარემო-პირობებში ვერ გაიარა და 3 წელიწადში დაიღუპა.ამან რომის პაპზე ძალიან დამთრგუნველად იმოქმედა.იგი დიდი პატივით მიაბარეს მიწას კორტილ-დე-ბელვერდეში.ლეო X-ემ კი აღორძინების ხანის ერთ-ერთ გენიალურ მხატვარს რაფაელ სანტს,დაავალა დაეხატა განოს ფრესკა.ცნობილია,რომ რაფაელმა ლეო X-ის საყვარელი სპილოს – განოს ფრესკა დახატა კიდეც,თუმცა,მას ჩვენამდე არ მოუღწევია. (ავტორი გენია.ჯი)