უ ძეტიანი – “ჩინეთის დედოფალი”
უ ძეტიანი (624-705 წლები) – გახლდათ ის პირველი და ერთადერთი იმპერატორი ქალი ჩინეთისა რომელიც ერთპიროვნულად მართავდა ჩინეთს 690 წლიდან 705 წლამდე.მისი პირადი ბიოგრაფიიდან ცნობილია,რომ იგი 13 წლის ასაკში,ჩინეთის იმპერატორის – ტაი-ძუნის “ჰარემში” მოხვდა,სადაც იგი “უმცროსი ხარჭა” გახლდათ იმპერატორისა. (ავტორი გენია.ჯი) მისი ჰარემში ცხოვრების შესახებ ცნობილი ამას გარდა არაფერია.ტაი-ძუნის გარდაცვალების შემდეგ – უ ძეტიანი,როგორც იმ დროინდელი წესი მოითხოვდა გაგზავნილ იქნა ბუდისტურ მონასტერში მონაზვნად,სადაც მას მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა გაეტარებინა.მიუხედავად იმისა,რომ მონასტერში გახლდათ, ურთიერთობა არ შეუწყვეტია გარდაცვლილი იმპერატორის ტაი-ძუნის ვაჟთან,ანუ მის მემკვიდრესთან გაო-ძუნთან.მოგვიანებით მან იგი მონასტრიდან კვლავ საიმპერატორო “ჰარემში” დააბრუნა.დაბრუნებიდან 2-3 წლის შემდეგ,ისეთი ინტრიგები დაატრიალა სასახლის კარზე,რომ იმპერატორს მეუღლეც კი დააცილა,რის შემდეგაც,665 წელს თავად გაჰყვა ცოლად გაო-ძინს.თანაცხოვრებაში მათ ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ.ჩინეთის საიმპერატორო კარის დიდებულები შეშფოთებული და გაბრაზებული გახლდნენ მათი ქორწინების გამო (უ ძეტიანს მიიჩნევდნენ გარყვნილ ქალად,რომელსაც ჯერ მამასთან – ტაი-ძუნთან და შემდეგ მის ვაჟთან (გაო-ძუნთან) ჰქონდა ინტიმური კავშირი).იმპერატორმა ყველა ის არისტოკრატი,რომლებიც აღნიშნული ფაქტის გამო უკმაყოფილებას გამოთქვავდა სასახლიდან გააძევა.ხოლო მოგვიანებით კი,ვინც კვლავ ქილიკსა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა ზემოთ აღნიშნული საკითხის შესახებ,სიკვდილით სჯიდნენ (ღვინოში ახრჩობდნენ). (ავტორი გენია.ჯი) იმის გამო,რომ იმპერატორი ბოლო 23 წლის განმავლობაში ავადმყოფობდა,მთელი მართვა-გამგეობა იმპერიისა – უ ძეტიანმა იგდო ხელთ.ფაქტიურად,ამ ხნის მანძილზე ჩინეთს ქალი იმპერატორი განაგებდა.იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ 683 წელს,სამეფო ტახტი გადასცა უმფროს ვაჟს ჩჟუნ-ძუნუს,თუმცა მიხვდა რა,რომ იგი საკმაოდ სუსტი მმართველი იყო ჩამოაცილა ტახტს და მეორე შვილი ჩჟუინცზუნა აიყვანა ტახტზე.მის იმპერატორ ვაჟს,მმართველობის 6 წლის მანძილზე,თავად მართავდა და იმპერატორი,დედამისი ერთგვარ მარიონეტს წარმოადგენდა.იმის გამო,რომ ქვეყანაში დაიწყო უკმაყოფილების გამოხატვა საიმპერატორო ოჯახის მიმართ,უ ძეტიანმა გადააყენა შვილი ტახტიდან და თავად ეკურთხა დედოფლად ჩინეთისა 690 წლის 19 ოქტომბერს.მან გააძლიერა ბუდისტური მონასტრები და გასცა ბრძანება,ყველა ქალაქში აეგოთ ბუდისტური ტაძრები.იგი გამოიჩეოდა მკაცრი და გარყვნილი ცხოვრების წესით,ჰყავდა უამრავი საყვარელი.705 წლის შეთქმულებით კი საბოლოოდ ჩამოაცილეს ტახტს.ამავე წლის 16 დეკემბერს უ ძეტიანი გარდაიცვალა.მან სიცოცხლეში მოინდომა ახალი საიმპერატორო დინასტიის ჩჟოუს დაარსება,თუმცა ცხოვრებაში ეს იდეა განუხორციელებელი დარჩა. (ავტორი გენია.ჯი)