“სატირები”

“სატირები” - ბერძნული მითოლოგიის მიხედვით გახლდნენ,ნაყოფიერების ტყის დემონები და ასევე ბორცვების და ხეების ავი სულები.ძველბერძენთა წარმოდგენით,ისინი ბინადრობდნენ საბერძნეთის ულამაზეს კუნძულებზე.პირველად მათ შესახებ ცნობები ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნიდან მოდის.ისინი მჭიდროდ დაკავშირებული ჰყავდათ ღვინისა და გართობის ღმერთთან – დიონისესთან (რომაულ ბახუსთან).ასევე წარმოადგენდნენ მაცნეებს – ჰერმესის შვილის,საძოვრებისა და მდელოების ღმერთის – პანასი.ბერძნულ და რომაულ მითებში “სატირები” მონათესავეები გახლდნენ ფავნებისა.ბერძნულ მითოლოგიაში მათ გამოხატავდნენ,როგორც ძლიერებს,შფოთისთავებს,ლოთებს,ცრუებს და მრუშებს. (ავტორი გენია.ჯი) ქრისტიანულ რელიგიაში კი სატირები ასოცირებული არიან თავად ეშმაკთან.მუდამ უკრავდნენ სალამურზე.გამოსახვით კი გამოსახავდნენ,როგორც თხის ფეხებიან,ადამიანის სახიან,ხელებიან და თხის ან ცხენის ყურებიან საშინელ არსებებად.გარდა ამისა,გამოსახავდნენ ასევე რქებით.გააჩნდათ ცხენისებრი კუდი.მითოლოგიის მიხედვით ისინი ცხოვრობდნენ მთებში და გატაცებული იყვნენ ცეკვით,რომელსაც “სიკინის” უწოდებდნენ.ფაქტიურად,”სატირები” ბერძნულ და რომაულ მითებში,როგორც ბოროტი სულები,ისე არ ჰყავდათ წარმოჩენილი და უფრო ჰქმნიდნენ ასოციაციას სულელი და ველური არსებებისა.მათ,ასევე ხშირად გამოსახავდნენ მხატვრობაში და სხვადასხვა ხალხების,არაერთი ლეგენდის გმირებიც არიან.თანამედროვე პერიოდში კი “სატირები” მრავალ მხატვრულ ფილმებში არიან წარმოჩენილი. (ავტორი გენია.ჯი)